თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას ამომრჩევლის გამოცხადებამ 15:00 საათისთვის 25,3% შეადგინა, განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე.
საქართველოს 50 ერთმანდატიან ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დაიწყო. ძირითადი კონკურენტები არჩევნებზე არიან „ქართული ოცნებისა“ და ენმ-ის დეპუტატობის კანდიდატები.
„15:00 საათის მონაცემებით, 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩევლის საერთო რაოდენობის 25,3%-მა. ეს რაოდენობრივად 626 954 ამომრჩეველია“, — განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე.
არჩევნებზე ამომრჩევლის გამოცხადებამ 15:00 საათისთვის 25,3% შეადგინა
16:31 30.10.2016 (განახლებულია: 17:42 03.08.2023)
© Sputnik / Alexander Imedashviliარჩევნების მეორე ტური
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის მსვლელობისას ხმა დაახლოებით 627 ათასმა ამომრჩეველმა მისცა.