საქართველომ Doing Business-ის რეიტინგში მაჩვენებლები გააუმჯობესა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისური კაფე შარდენის ქუჩაზე
თბილისური კაფე შარდენის ქუჩაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
Doing Business-ის რეიტინგი, რომელიც 190 ქვეყანას მოიცავს, ამა თუ იმ ქვეყანაში ბიზნესის წარმოების პირობებს იკვლევს.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო Doing Business-2017-ის რეიტინგში მე-16 ადგილზე განთავსდა. რეიტინგი ქვეყანაში ბიზნესის წარმოების პირობების სიმარტივეს აფასებს, აღნიშნულია მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ანგარიშში.

წელს ამ ორგანიზაციების ექსპერტებმა რეიტინგის გამოთვლის მეთოდოლოგია შეცვალეს. ამის შედეგად გასული წლის მაჩვენებლებიც განახლდა. ამგვარად, საქართველოს გასულ წელს 23-ე ადგილი ეკავა (ძველი მეთოდოლოგიით — 24-ე), ხოლო ახლა თავისი პოზიციები 7 პუნქტით გააუმჯობესა. საქართველოს მეზობლები რეიტინგში აღმოჩნდნენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ავსტრია (მე-15 ადგილი) და გერმანია (მე-17).

შეხვედრა - Sputnik საქართველო
მრგვალი მაგიდის ფორმატში მცირე ბიზნესის პრობლემებზე იმსჯელეს

Doing Business-2017-ის ანგარიშში, ცალკეული კატეგორიების მიხედვით, საქართველომ შემდეგი ადგილები დაიკავა: ბიზნესის დაწყება — მე-8 ადგილი, მშენებლობის ნებართვა — მე-8 ადგილი, საკუთრების რეგისტრაცია — მე-3 ადგილი. კრედიტების მიღება — მე-7 ადგილი, ინვესტორების დაცვა — მე-7 ადგილი, გადასახადების გადახდა — 22-ე ადგილი, საგარეო ვაჭრობა — 54-ე ადგილი, კონტრაქტების შესრულება — მე-16 ადგილი, ბიზნესის დახურვა — 106-ე ადგილი, ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობა — 39-ე ადგილი.

მოხსენების თანახმად, საქართველომ გასულ წელს ხუთი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა: გაზარდა ელექტრომომარაგება, გაამარტივა გადასახადების გადახდის სისტემა, გაზარდა ინვესტორების უფლებების დაცვის დონე, გააუმჯობესა მიწის რესურსების მართვის ხარისხი, დააჩქარა ექსპორტისა და იმპორტის შესახებ შეთანხმებების გაფორმების პროცედურა.

50 შენობა სასტუმროებისთვის - Sputnik საქართველო
ქართველ ბიზნესმენებს 50 ობიექტი შესთავაზეს

საქართველო იმ 10 ქვეყანას შორის აღმოჩნდა, რომლებმაც 2015-2016 წლებში Doing Business-ის ინდიკატორებით ყველაზე დიდი ეკონომიკური პროგრესი განახორციელეს. ექსპერტებმა ასევე აღნიშნეს ქვეყნები: ბრუნეი, ყაზახეთი, კენია, ბელარუსი, ინდონეზია, სერბეთი, პაკისტანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ბაჰრეინი.

Doing Business-ის მოხსენება უკვე მეთოთხმეტედ შეადგინეს. ის 190 ქვეყანას მოიცავს. ანგარიში იკვლევს რეგულირების ნორმებს, რომლებიც ხელს უწყობს ან აბრკოლებს ბიზნესის განვითარებას საქმიანობის მთელი ციკლის განმავლობაში, მათ შორისაა საწარმოს შექმნა, ბიზნესის წარმოება, ასევე ინვესტორების უფლებების დაცვის დონე.

წელს მსოფლიო რეიტინგის სათავეში ახალი ზელანდია მოექცა. მან მეორე ადგილზე გადასწია სინგაპური, რომელიც რეიტინგის სათავეში ათი წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ლიდერთა ათეულში ასევე მოხვდნენ დანია, ჰონგ-კონგი, სამხრეთ კორეა, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, აშშ, შვედეთი და მაკედონია.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
თბილისში ქართულ–რუსული ბიზნეს-ფორუმი ჩატარდება

პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან რეიტინგში ლიდერის პოზიციები უკავიათ ესტონეთსა (მე-12 ადგილი) და ლატვიას (მე-14), შემდეგ მოდის საქართველო. შემდეგ არიან ლიტვა (21-ე), ყაზახეთი (35-ე), ბელარუსი (37-ე), სომხეთი (38-ე), რუსეთი (მე-40) და აზერბაიჯანი (65-ე).

წელს პირველად ანგარიშში სამ კომპონენტში გათვალისწინებული იყო გენდერული ფაქტორი: ბიზნესის დაწყება, ქონების რეგისტრაცია და კონტრაქტების შესრულება.

ანგარიშის მონაცემებით, ქალები შრომის მსოფლიო ბაზრის დაახლოებით 40%-ს და უნივერსიტეტების სტუდენტების 50%-ს შეადგენენ. ზოგიერთ ქვეყანაში ისინი კვლავ მნიშვნელოვან სიძნელეებს აწყდებიან სამუშაოზე მიღების, მეწარმეობისა და ბიზნესის წარმოების დროს.

კვლევის ავტორების აზრით, ეს ფაქტორი ეკონომიკის მსოფლიო ზრდის პერსპექტივებს პირდაპირ უკავშირდება.

ყველა ახალი ამბავი
0