მრგვალი მაგიდის ფორმატში მცირე ბიზნესის პრობლემებზე იმსჯელეს

გამოწერა
მეწარმეებთან ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრის მიზანი მცირე ბიზნესის რეფორმების პროცესში ჩართვა და ბიზნესმენებისთვის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დებულებების გაცნობაა.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემები, ასევე მათი გადალახვის საკითხები განიხილეს ბიზნესისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში შედგა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ბიზნეს-ასოციაციები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, ევროკავშირის დელეგაცია და საქართველოს მთავრობის წევრები.

მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრის მიზანია კერძო სექტორთან საჯარო დიალოგის ხელშეწყობა, რათა მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი მისი ჩართულობა DCFTA-ს ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების პროცესში.

ძალიან მნიშვნელოვანია კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგი, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში წარმოებს, განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

EFTA - Sputnik საქართველო
საქართველომ ხელი მოაწერა შეთანხმებას EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ

„ეს არის დიალოგი, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურები და კერძო ბიზნესი ერთმანეთს უზიარებენ მიღწევებს, რომლებიც არსებობს ჩვენსა და ევროპის კავშირს შორის, ვსაუბრობთ თავისუფალი ვაჭრობის საკითხებზე და ასევე იმ პრობლემატიკაზე, რომლებიც ამ მიმართულებით შეიძლება არსებობდეს“, — აღნიშნა მინისტრმა.

მისი განცხადებით, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული.

„დღეს განვიხილეთ DCFTA Facility – 390-მილიონიანი ფონდი, საიდანაც 50 მლნ ევროს მიღება ჩვენს მეწარმეებს უკვე შეუძლიათ“, — განაცხადა ქუმსიშვილმა.

პროექტის ფარგლებში მსგავსი შეხვედრების გამართვა საქართველოს რეგიონებშიც იგეგმება.

ყველა ახალი ამბავი
0