ქართველ ბიზნესმენებს 50 ობიექტი შესთავაზეს

გამოწერა
კერძო სექტორისა და ტურიზმის განსავითარებლად, საქართველოს ხელისუფლებამ გამოყო ობიექტები, რომლებიც ბიზნესმენებს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გადაეცემათ.

თბილისი, 21 სექტემბერი— Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ბიზნესმენებს სასტუმროების ინფრასტრუქტურის, მოსასვენებელი ადგილებისა და პანორამული გადმოსახედების მოსაწყობად სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ 50 ობიექტს სთავაზობს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნესმენებს აღნიშნული პროექტი წარუდგინა.

მარილის წარმოება - Sputnik საქართველო
საქართველოში ვარდისფერი მარილისა და ყავისფერი შაქრის წარმოება იწყება

„ჩვენ კერძო სექტორს წარვუდგინეთ რამდენიმე ათეული იდენტიფიცირებული ქონება, სადაც შესაძლებელია სასტუმროების, მოსასვენებელი ადგილებისა და პანორამული გადმოსახედების მოწყობა.დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი ტიპის შეთავაზებები კიდევ უფრო აქტიურს გახდის ჩვენს კერძო სექტორს და კიდევ უფრო მეტი ინვესტიციები განახორციელდება ტურიზმის მიმართულებით“ — განუცხადა პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება ისტორიული მნიშვნელობის ობიექტემბზე გაამახვილა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს მათი იერსახის შენარჩუნება სთხოვა.

„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერტად შევინარჩუნოთ ისტორიული მემკვიდრეობა და გავაცოცხლოთ ის“, — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

სასტუმრო ინფრასტრუქტურის გასავითარებლად 50 სახელმწიფო ქონება ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ჩატარებული კვლევის საფუძველზე ტურისტული მიმართულებების გათვალისწინებით შეარჩია.

„ტურიზმი არის საქართველოს ეკონომიკის ტრადიციული სექტორი. ის აგენერირებს 2 მილიარდამდე დოლარს ჩვენს საგადასახდელო ბალანსში და შესაბამისად, ინვესტიციების მოზიდვა ტურიზმის სექტორში არის ჩვენი ქვეყნის და მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი", — განაცხადა ქუმსიშვილმა.

აღნიშნული პროექტი ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას საქართველოს ტერიტორიაზე უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ სასტუმრო კომპლექსი და გზებზე გასაჩერებელი/მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა.

ყველა ახალი ამბავი
0