საქართველოში ვარდისფერი მარილისა და ყავისფერი შაქრის წარმოება იწყება

© photo: Sputnik / Тарас Литвиненко / გადასვლა მედიაბანკშიმარილის წარმოება
მარილის წარმოება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ე.წ. ჰიმალაური მარილისა და შაქრის წარმოება მცხეთის მახლობლად იგეგმება და პროდუქციის ნაწილი სარეალიზაციოდ უცხოეთში გაიგზავნება.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. კომპანია GD Trade საქართველოში ე.წ. ჰიმალაური იოდიზებული მარილის წარმოებას გეგმავს, რომელიც გაცილებით მეტ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს, ვიდრე ჩვეულებრივი სუფრის მარილი. 

პროდუქცია, რომელსაც საქართველოში კონკურენტი არ ეყოლება, ადგილობრივ ბაზარზეც იქნება რეალიზებული, თუმცა მისი დიდი ნაწილის ექსპორტირება მოხდება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ვებ-გვერდზე. 

კომპანია ასევე გეგმავს ე.წ. ყავისფერი შაქრის წარმოებას, რომელიც მომხმარებლისთვის კონკურენტულ ფასში იქნება მიწოდებული. 

სვანური მარილი - Sputnik საქართველო
სვანურ მარილს ოკეანის გაღმა დააგემოვნებენ

წარმოების დამფუძნებელთა ჯგუფს მრვალწლიანი გამოცდილება აქვს სასურსათო მრეწველობაში. კერძოდ იმპორტში, დისტრიბუციასა და რეალიზაციაში. 

საწარმო მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვშია განთავსებული და იგი მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს ამუშავდება. კომპანიამ უკვე მიიღო შეკვეთები ყაზახეთიდან და აშშ-დან. 

საწარმო სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში იხსნება. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1,4 მილიონი ლარია. 

ე.წ. ჰიმალაური მარილი, რომელსაც სამკურნალო თვისებების ფართო სპექტრი აქვს, 25-ზე მეტი სასარგებლო მიკროელემენტის წყაროა. მის შემადგენლობაშია რკინა, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, იოდი, რომლებიც ბუნებრივი ფორმით არიან შენარჩუნებული და ორგანიზმის მიერ მათი 100%-ით ათვისება ხდება უჯრედულ დონეზე ისე, რომ არ ექვემდებარება გარდაქმნას ნივთიერებათა ცვლის პროცესში. ამ მარილის რეგულარული მოხმარება უზრუნველყოფს ორგანიზმს ყველა აუცილებელი მინერალებითა და მიკროელემენტებით. 

ე.წ. ყავისფერი შაქარი ლერწმის პირდაპირი გამოდნობის შედეგად მიღებული წვენის ხარშვა–გასქელებითა და დაკრისტალებით მიიღება. თეთრი რაფინადისგან განსხვავებით მას ხელოვნურად არ ათეთრებენ გოგირდორჟანგითა და ნახშირმჟავით. ისევე, როგორც თეთრი შაქარი, იგი 99% საქაროზისგან შედგება, თუმცა მასში უფრო მეტია სასარგებლო ნივთიერებები — რკინა კალციუმი, ფოსფორი. 

ყველა ახალი ამბავი
0