სვანურ მარილს ოკეანის გაღმა დააგემოვნებენ

© FB/Organic Spices of Georgiaსვანური მარილი
სვანური მარილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო მდიდარია სხვადასხვა სანელებლით, სვანური მარილი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. სვანური მარილი ამერიკულ ბაზარზე გავა სავაჭრო მარკით Organic Spices of Georgia, განუცხადა Sputnik-ს მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელმა ბექა ხერგიანმა.
ამჟამად კომპანია სვანური მარილის რამდენიმე სახეობას აწარმოებს, ასევე სხვა სანელებლებს, მათ შორის, ხმელ სუნელსა და პილპილს.

„სვანურ მარილს ჯერჯერობით ადგილობრივ ბაზარზე ვყიდით. მაგრამ უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები აშშ-თან და სხვა ქვეყნებთან. ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებები დასრულების სტადიაშია და, ვფიქრობთ, სექტემბერში ამ პროდუქტის ექსპორტს დავიწყებთ“, — განაცხადა ხერგიანმა.

უახლოეს მომავალში კომპანია საექსპორტო ბაზრისა და შიდა ბაზარზე მიწოდების გაზრდას გეგმავს.

„კომპანია შვიდი თვის წინ შეიქმნა. დღემდე მხოლოდ ღვინოს ვაწარმოებდით, რომელიც ექსპორტზე გაგვაქვს — ჩინეთსა და ყაზახეთში, დაახლოებით ნახევარი მილიონი ბოთლი“, — აღნიშნა ხერგიანმა.

ყველის ფესტივალი მცხეთაში - Sputnik საქართველო
მცხეთაში ქართული ყველის ფესტივალი გაიმართა

ოქტომბერში კომპანია ქართული ბრენდის გამოშვებასაც აპირებს, რომელიც პირველ ეტაპზე ექსპორტზე ყაზახეთში გავა.

„ჩვენი პროდუქციის ექსპორტს რუსეთშიც ვგეგმავთ. ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით“, — აღნიშნა ხერგიანმა.

მან განაცხადა, რომ კომპანია კახეთის ადგილობრივი ჯიშის ყურძნისგან ეკოლოგიურად სუფთა ღვინოს აწარმოებს. ღვინის სავაჭრო მარკაა „საქართველოს ლეგენდები“.

„მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით ყველაზე ძველ ადგილობრივ ტრადიციებს ვიცავთ. ჩვენს ღვინოებს განსაკუთრებულ, ინდივიდუალურ ხასიათს უნიკალური მიკროზონები, ნიადაგისა და კლიმატის პირობები, ყურძნის ჯიში და მეღვინეობის ნატიფი ტექნოლოგია სძენს“, — აღნიშნა ხერგიანმა.

ყველა ახალი ამბავი
0