არჩევნები საქართველოში - დუბლი მეორე

© AP Photo / Shakh Aivazovხმის დათვლის პროცესი
ხმის დათვლის პროცესი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში გაიწელა. ამ შაბათს საქართველოს ორი რაიონის მცხოვრებლები კვლავ წავლენ ხმის მისაცემად. ოთხ საარჩევნო უბანზე სერიოზული დარღვევების გამო საპარლამენტო არჩევნები იქ განმეორებით გაიმართება.

ამასთან, თუკი N48 საარჩევნო უბანზე, მარნეულის რაიონის სოფელ კიზილაჯლოში მხოლოდ რაიონის დეპუტატობის კანდიდატს უნდა მისცენ ხმა, N79 და N108 უბნებში ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში და N39 უბანში განმუხურში, აირჩევენ როგორც პარტიას, ასევე რაიონის დეპუტატს. 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ტარდება: 77 დეპუტატი ირჩევა პარტიული სიით და 73 დეპუტატი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში. ოთხ საარჩევნო უბანზე არჩევნების ჩატარება ცესკომ თავიდან გადაწყვიტა, იმის გამო, რომ სერიოზული დარღვევები იყო 8 ოქტომბერს ამ უბნებზე როგორც ხმის მიცემის, ისე ხმების დათვლის პროცესში. 

ბალანსი ზღვარზე

მიუხედავად იმისა, რომ განმეორებით არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ 2 251 ამომრჩეველი მიიღებს ზუგდიდის რაიონში და 1436 მარნეულის რაიონში, ამ არჩევნებს შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს სურათი. შესაძლოა პარლამენტს გარეთ დარჩეს „პატრიოტთა ალიანსი“, რომელსაც პროპორციული სისტემით ხმათა 5.01% აქვს. თუკი არჩევნების შედეგი ზუგდიდში სულ მცირე 0.02%-თ მაინც შეამცირებს მათ შანსს, პარტია პარლამენტს მიღმა დარჩება. 

ცესკო - Sputnik საქართველო
არჩევნების მეორე ტურისათვის ცესკო 6 მილიონ ლარს ითხოვს

ამ შემთხვევაში ექვსი ადგილი, რომელიც დღეისათვის „პატრიოტთა ალიანსს“ ეკუთვნის, მმართველ პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ გადაეცემა. ამრიგად მათ პარლამენტის დეპუტატის 73 მანდატი ექნებათ გარდა იმისა, რასაც პარტია მიიღებს 30 ოქტომბერს დანიშნულ არჩევნების მეორე ტურში ერთმანდატიან ოლქებში. 

იმისათვის, რომ მიიღოს საპარლამენტო უმრავლესობა და შესაბამისი სტატუსი, მმართველ პარტიას „ქართული ოცნება“ სულ მცირე 76 დეპუტატის მანდატი სჭირდება. 

ბრძოლა ადგილებისათვის

ოთხ საარჩევნო უბანზე განმეორებითი არჩევნების შედეგების განჭვრეტა რთულია, თუმცა მათ შედეგზეა დამოკიდებული შედგება თუ არა მეორე ტური ზუგდიდისა და მარნეულის ოლქებში. დღეისათვის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატი მარნეულის რაიონის ერთმანდატიან ოლქში მარცხდება ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატთან. 

საია, ანა ნაცვლიშვილი - Sputnik საქართველო
საია: სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო სამაგალითოდ ჩატარებული არჩევნები

ხოლო ზუგდიდის ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ასწრებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს. 

იმისათვის, რომ ზუგდიდისა და მარნეულის ოლქებში მეორე ტურის გამართვა არ გახდეს საჭირო, არ არის საკმარისი განმეორებითი არჩევნების შედეგებით მხოლოდ ხმათა უმრავლესობის მიღება. ხმათა რაოდენობა იმდენი ინდა იყოს, რომ რომელიმე კანდიდატმა რაიონში მოგროვებული ხმების სრული რაოდენობის 50%-ზე მეტი მიიღოს. 

მეორე ტური

მანამ, სანამ ზუგდიდსა და მარნეულში დეპუტატობის კანდიდატთა ბედი წყდება, სხვა კანდიდატები არჩევნების მეორე ტურისათვის ემზადებიან, რომელიც განმეორებითი არჩევნების შემდეგ კვირას გაიმართება. 

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი: საჭიროა არჩევნებზე აქტიურობა

უკვე ცნობილია, რომ მეორე ტური ნამდვილად გაიმართება 48 საარჩევნო ოლქში. ძირითადი ბრძოლა „ქართულ ოცნებასა“ და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შორის მიმდინარეობს. 43 ოლქში ერთმანეთს სწორედ ამ პარტიების კანდიდატები უპირისპირდებიან. ორ ოლქში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ „ტავისუფალი დემოკრატები“ იბრძვიან, ერთში — „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ კანდიდატი და კიდევ ერთში — დამოუკიდებელი კანდიდატი. 

 

ყველა ახალი ამბავი
0