პრემიერი: საჭიროა არჩევნებზე აქტიურობა

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვირიკაშვილმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლის აქტიურობის მნიშვნელობა აღნიშნა.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ამომრჩეველს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.

საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართა. 73-იდან 50 ერთმანდატიან ოლქში კანდიდატებმა 50%-ზე მეტი ხმის მიღება ვერ შეძლეს, ამიტომ მეორე ტური დაინიშნა, რომელიც 30 ოქტომბერს ჩატარდება.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში - Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება

„ყველა ამომრჩეველს მოვუწოდო, რომ, 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურში, ისეთივე აქტივობით მივიღოთ მონაწილეობა ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში“, — განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველა ამომრჩეველს, განსაკუთრებით იმათ, ვინც მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 67 ადგილი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ — 27, ხოლო „პატრიოტთა ალიანსს“ – 6.

ყველა ახალი ამბავი
0