არჩევნები: კენჭისყრის დღის ქრონიკა

© REUTERS / David Mdzinarishviliსაპარლამენტო არჩევნები
საპარლამენტო არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
კურიოზები, ინციდენტები და ეგზიტპოლები

საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრა დასრულდა. აქტიურად მიმდინარეობს ხმების დათვლის პროცესი. ტელეკომპანიებმა ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნეს. სრულდება ყველაზე დაძაბული დღე საქართველოსთვის.

მთლიანობაში, არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა, ამომრჩეველი მივიდა უბნებზე თავისი არჩევნის გასაკეთებლად. და მაინც, დღეს ექსცესებისა და კურიოზების გარეშე მაინც არ ჩაუვლია.

საპარლამენტო არჩევნებზე ხმა მისცა ამომრჩევლის 51,63%–მა, ანუ 1 მილიონ 814 ათას 276–მა ადამიანმა, რაც 2012 წლის არჩევნების მონაცემზე 382 ათას 967 ადამიანით ნაკლებია.

თბილისი - Sputnik საქართველო
GfK-ს ეგზიტპოლი, ბოლო მონაცემები: “ქართული ოცნება -39,9%, ენმ- 32%

კურიოზები

ყველა არჩევნებს საქართველოში თავისი განსაკუთრებულობები აქვს. ამჯერად, რუსთავში ხმის მისაცემად საქორწინო კაბაში გამოწყობილი პატარძალი მივიდა.

გორში არჩევნების „დამკვირვებლად“ ბუ მოგვევლინა. ის საარჩევნო უბანში შეფრინდა და ფანჯარაზე შემოჯდა და თან ისე „მყარად“, რომ მისი გაგდება ვერავინ შეძლო.

ხოლო თბილისში მამაკაცმა წითელი ვარდების თაიგული საარჩევნო კომისიის წევრს პირდაპირ უბანზე გადასცა.

ინციდენტები

თუმცა, მთლიანობაში, არჩევნების დღე მძიმე იყო. ორ საარჩევნო უბანში – გორსა და ბათუმში, ორი მოხუცი გარდაიცვალა – გორში – 85 წლის მამაკაცი, ხოლო ბათუმში – 83 წლის მამაკაცი.

დღეს არ ჩაუვლია მასობრივი ჩხუბის გარეშეც და თან ისეთი ჩხუბის, რომ სპეცრაზმის ჩართვა გახდა საჭირო. ინციდენტი მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში, №48 საარჩევნო უბანში მოხდა. რაიონში ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა კომპაქტურად ცხოვრობს.

ანა მიქელაძე - Sputnik საქართველო
საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 51,3%-მა მიიღო

ერთმანეთს დაუპირისპირდნენ „ქართული  ოცნებისა“ და ენმ–ის მომხრეები. ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც სოფლის ერთ–ერთი მცხოვრები ხმის მიცემას მარკირების გარეშე შეეცადა. ამ ფაქტმა ოპოზიციის მომხრეთა უკმაყოფილება გამოიწვია, სიტყვიერ შელაპარაკებას რამდენიმე ათეული ადამიანის სასტიკი ჩხუბი მოჰყვა.

სხვადასხვა ინფორმაციით, ჩხუბის დროს იყენებდნენ ხელკეტებსა და ქვებს, ჩაამსხვრიეს საარჩევნო უბნის ფანჯრების მინები. ჩხუბის გაშველებისას დაშავდნენ გამშველებელი პოლიციელები, მათ შორის მარნეულის პოლიციის უფროსი.

პოლიციის ძალები არასაკმარისი აღმოჩნდა და სპეციალური დანიშნულების რაზმის გამოძახება გახდა საჭირო. სპეცრაზმმა საარჩევნო უბანი დაიკავა.

საქართველოს შსს–მ, „ოცნებასა“ და ენმ–ს შორის „კამათის“ შეჯამებისას, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები კენჭისყრის ურნის მოპარვის მცდელობაში დაადანაშაულა.

არჩევნები. თბილისის ერთ–ერთი საარჩევნო უბანი - Sputnik საქართველო
სახალხო დამცველი: არჩევნები, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში ჩატარდა

ეგზიტპოლები

გამოკითხვას ორი ამერიკული კომპანია – GfK და TNS ატარებდნენ. პირველს ეგზიტპოლი ტელეკომპანია „რუსთავი2“–მა დაუკვეთა, მეორეს – „იმედმა“, „მაესტრომ“, GDS–მა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა.

TNS–ის ეგზიტპოლის თანახმად, არჩევნები დიდი განსხვავებით მოიგო „ქართულმა ოცნებამ“ – 53,8%. ენმ–ს კი 19,5% აქვს.

GfK–ს მონაცემები განსხვავდება: „ქართულ ოცნებას“ 39,9%, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ – 32% აქვს.

შს სამინისტრო - Sputnik საქართველო
შს სამინისტრო მარნეულში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ვითარება იძაბება

ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ, რომელსაც არჩევნების შედეგებთან საერთო არაფერი აქვს და მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას წარმოადგენს, მმართველმა პარტიამ გამარჯვების აღნიშვნა დაიწყო. საქართველოს მოსახლეობას გამარჯვება მიულოცეს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და „ოცნების“ იდეურმა სულისჩამდგმელმა, ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა.

შედეგებით უკმაყოფილო ბლოკმა „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ მომხრეები ქუჩაში გამოიყვანა და მათ თავისი ხმების დასაცავად ბრძოლას დაჰპირდა.

„ნაცმოძრაობა“ ეგზიტპოლების შედეგებს არცთუ ენდობა და ხმების დაცვას საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის დროს აპირებს. ყოფილ მმართველ პარტიაში ირწმუნებიან, რომ მომხრეების უმრავლესობამ თავისი არჩევნის ხმამაღლა გაცხადებაზე უარი თქვა.

© Sputnikსაპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების მონაცემები განსხვავებულია
საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების მონაცემები განსხვავებულია - Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების მონაცემები განსხვავებულია


ყველა ახალი ამბავი
0