შს სამინისტრო მარნეულში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliშს სამინისტრო
შს სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის საარჩევნო უბანზე მობილიზებულია პოლიციის დამატებითი ძალები.

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. მარნეულში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირწებით საქართველოს შს სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. 

არჩევნები - Sputnik საქართველო
მარნეულში ვითარება უკიდურესად დაიძაბა

მარნეულის №48-ე საარჩევნო უბანზე დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა ამომრჩეველმა მარკირების ხელახლა გავლა სცადა.

„მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილ-აჯლოში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ბლოკი „პაატა ბურჭულაძე — სახელმწიფო ხალხისთვის“ მომხრეები 48-ე საარჩევნო უბანზე შეჭრას და საარჩევნო ყუთის გატაცებას შეეცადნენ", — ნათქვამია განცხადებაში.

დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის, მარნეულის პოლიციის უფროსი დაშავდა, აღნიშნულია განცხადებაში.

ამ დროისათვის საარჩევნო უბანზე მობილიზებულია პოლიციის დამატებითი ძალები.

ყველა ახალი ამბავი
0