მარნეულში ვითარება უკიდურესად დაიძაბა

© Sputnik / Levan Avlabreliარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილზე გამოძახებულია შსს-ის რამდენიმე დანაყოფი, მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომელთა რამდენიმე წარმომადგენელი დაშავებულია.

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ამ წუთებში ძალიან მძიმე ვითარებაა მარნეულში. მოქალაქეთა ერთი ნაწილი ცოტა ხნის წინ №48-ე საარჩევნო უბანზე შეღწევას და სავარაუდოდ, არჩევნების გაყალბებას ცდილობდა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ კორესპონდენტი და ოპერატორი თავად შეესწრნენ ფაქტს, როდესაც ერთ-ერთი ამომრჩეველი ხელმეორედ ცდილობდა მარკირების პროცედურის გავლას და ხმის მიცემას, რასაც კიდევ ერთი დაძაბულობა მოჰყვა და მდგომარეობა გამწვავდა როგორც უბნის შიგნით, ისე მის გარეთ.

ადგილზე გამოძახებულია შსს-ის რამდენიმე დანაყოფი, მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომელთა რამდენიმე წარმომადგენელი დაშავებულია. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა ვინმე დაკავებული.

ამ წუთებისთვის საარჩევნო უბანთან შეკრებილი ადამიანები ქვების სროლითა და ხელკეტების გამოყენებით ცდილობენ უბანზე შეღწევას, სადაც საპატრულო პოლიცია, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამკვირვებლები იმყოფებიან. 

ყველა ახალი ამბავი
0