GfK-ს ეგზიტპოლი, ბოლო მონაცემები: “ქართული ოცნება -39,9%, ენმ- 32%

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შედეგად პარლამენტში პროპორციული სისტემით მხოლოდ ორი პარტია შეიძლება გავიდეს - მმართველი პარტია :ქართული ოცნება-დემოკრატიული მოძრაობა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, შესაბამისად 42 და 35 დეპუტატით.

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. GFK-ს მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ასეთია: “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“ — 39,9%; „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 32%. 

ეგზიტპოლის მონაცემების თანახმად,  დანარჩენი პარტიები 5%-იან ბარიერს მიღმა რჩება. ეგზიტპოლის შედეგებით, ბლოკმა „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ — 4,3%, “ლეიბორისტულმა პარტიამ“ — 4,1%-; „პაატა ბურჭულაძე — სახელმწიფო ხალხისთვის“ — 3,65%; „ირაკლი ალასანია — თავისუფალი დემოკრატები“ — 3,4%; „ნინო ბურჯანაძე — დემოკრატიულ მოძრაობა“ — 2,9% მიიღეს; სხვა  დანარჩენმა პარტიებმა — 9,8%.

ამრიგად, პარლამენტში პროპორციული სისტემით მხოლოდ ორი პარტია შეიძლება გავიდეს — მმართველი პარტია:ქართული ოცნება-დემოკრატიული მოძრაობა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, შესაბამისად 42 და 35 დეპუტატით. საკანონმდებლო ორგანოში სულ 150 ადგილია. დეპუტატები ოთხი წლით აირჩევიან. არჩევნები შერეული სისტემით ტარდება — 77 დეპუტატი პარტიული სიით და 73 დეპუტატი ერთმანდატიან ოლქებში. 

© Sputnikსაპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების მონაცემები განსხვავებულია
საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების მონაცემები განსხვავებულია - Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების მონაცემები განსხვავებულია

 

ყველა ახალი ამბავი
0