ჩინეთში ტურისტული მომსახურების ქართული სააგენტოები გაიხსნება

© photo: Sputnik / Alexander Vilf / გადასვლა მედიაბანკშიჩინეთის დროშა
ჩინეთის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ქართულ-ჩინური შეთანხმების ფარგლებში საქართველოს ტურისტული კომპანიები ჩინეთში თავისი წარმომადგენლობების გახსნას შეძლებენ.

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ჩინეთში ტურისტული მომსახურების სააგენტოების გახსნას შეძლებს, განუცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს.

ამ შესაძლებლობის რეალიზებას ქართული ტურისტული კომპანიები მას შემდეგ შეძლებენ, რაც საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ამოქმედდება.

„შეთანხმება მოიცავს ვაჭრობის ყველა სფეროს და ქმნის ეფექტურ ბაზისს ორი ქვეყნის მეწარმეებს შორის ურთიერთობების განვითარებისათვის, რაც ჩვენი რწმენით, მიმართული იქნება ჩინელი და ქართველი ხალხისათვის ეკონომიკური სარგებლის და კეთილდღეობის მოტანისაკენ“, — განაცხადა ქუმსიშვილმა.

საქართველო-ჩინეთს შორის მემორანდუმის ხელმოწერა - Sputnik საქართველო
საქართველომ და ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დაასრულეს

საქართველომ და ჩინეთმა მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე დაასრულეს. შესაბამისი მემორანდუმი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ჩინეთის კომერციის სამინისტროს შორის თბილისში გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა და ჩინეთის კომერციის მინისტრმა გაო ხუჩენმა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

ჩინურ მხარესთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, ქართული პროდუქციის დაახლოებით 94% ჩინეთში საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლდება, განუცხადა ჟურნალისტებს ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ჩინეთის დროშა - Sputnik საქართველო
ქართველი სტუდენტები ჩინეთში ისწავლიან

ქართული მხარე ვარაუდობს, რომ თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმებას მიმდინარე წლის დეკემბერში მოეწერება ხელი მას შემდეგ, რაც შეთანხმება ექსპერტიზას გაივლის, ხოლო 2017 წლის შუა პერიოდიდან, ორივე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების მიერ დოკუმენტის რატიფიკაციის შემდეგ — ამოქმედდება.

საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ ქართული პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი გახდება.

ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 2015 წლის დეკემბერში დაიწყო. მას შემდეგ ოფიციალური მოლაპარაკებების სამი რაუნდი და სამი არაოფიციალური თათბირი ჩატარდა, რის შედეგადაც მხარეები შეთანხმების არსებით შინაარზე ჩამოყალიბდნენ.

ქართული ღვინის ცენტრი - Sputnik საქართველო
ჩინეთში ქართული ღვინის ისტორიის ამსახველი ახალი ცენტრი გაიხსნა

ბოლო წლებში საქართველო და ჩინეთი ვაჭრობის სფეროში აქტიურად თანამშრომლობენ. ჩინეთი საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ოთხეულში შედის. სავაჭრო ბრუნვამ ქვეყნებს შორის ამა წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში 482,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 6,5%-ს შეადგენს. ჩინეთში გადის სპილენძის მადანი და კონცენტრატები, სპილენძის ჯართი, სპირტიანი სასმელები და რა თქმა უნდა, ქართული ღვინო.

იმპორტირებული ქართული ღვინის რაოდენობით ჩინეთი, რუსეთის შემდეგ, მეორე ადგილზე გავიდა. ამ ქვეყანაში ექსპორტის ზრდამ 2016 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში 184% შეადგინა.

ჩინეთში ქართული ღვინის მაღაზია-სალონები სულ უფრო პოპულარული ხდება, მაისის ბოლოს გაიხსნა მე-15 ობიექტი, რომელიც ქართული ღვინის რეალიზაციასა და პოპულარიზებას ეწევა.

ყველა ახალი ამბავი
0