თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ჩინეთის მთავრობის მხარდაჭერით, 20 ქართველი სტუდენტი ერთი წლის განმავლობაში ჩინეთის უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლიან, აღნიშნულია განათლების სამინისტროს პრეს–სამსახურის განცხადებაში.
ჩინეთის მთავრობამ 20 სრული სტიპენდია ქართველი სტუდენტებისთვის სხვადასხვა მიმართულებების საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და სამეცნიერო (მკვლევარი, უფროსი მკვლევარი-General Scholar, Senior Scholar) პროგრამებზე სწავლისათვის გამოყო. კონკურსის წესით შერჩეულ სტუდენტებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე შეხვდა, პროგრამასთან დაკავშირებით მათ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა და რეკომანდაციები მისცა.
„ისინი სხვადასხვა პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში ისწავლიან. აქ არიან სხვადასხვა სპეციალობის სტუდეტები, რომლებიც სწავლობენ ბიზნესის მიმართულებებზე, ეკონომისტები, სინოლოგები, კულტუროლოგები, დოქტორანტები, მაგისტრანტები და სხვა. ჩვენ ჩინელ კოლეგებთან ერთად მათთვის სწავლისთვის მაქსიმალურად კომფორტული პირობების შექმნას შევეცდებით“, – განაცხადა შარვაშიძემ.
სტუდენტები ჩინეთში უახლოეს პერიოდში გამეგზავრებიან და იქ ერთ სასწავლო წელს დაჰყოფენ. სწავლის გარდა, მათთვის იქ სამეცნიეროო მუშაობაც ხელმისაწვდომი იქნება.