თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. ჩინეთის პროვინცია ძიანსის ქალაქ ნანჩანში ქართული ღვინისა და კულტურის ცენტრი გაიხსნა. ამის შესახებ საქართველოს საპარტნიორო ფონდი იტყობინება. ჩინეთის ამ პროვინციაში 30 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
ქართული ღვინის სახლში, სადაც ქართული ღვინის წარმოების რვაათასწლოვანი ისტორიაა წარმოდგენილი, შევიდა სადეგუსტაციო და საექსპოზიციო დარბაზები, მუზეუმი, ენოთეკა, ქართული რესტორანი და ა.შ. ცენტრი 4 ათას კვადრატულ მეტრზეა განლაგებული.
მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, ჩინეთში 1,9 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო იქნა ექსპორტირებული. ჩინეთში ექსპორტის ზრდამ 148% შეადგინა.
ძალიან მალე ჩინეთის მცხოვრებთ შესაძლებლობა ექნებათ ქართული ღვინოები ონლაინ-რეჟიმში შეიძინონ. მემორანდუმს საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობისა და ქართული ღვინოების E-SilkRoad-ის საშუალებით პოპულარიზაციის შესახებ 28 ივლისს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა და ჩინური ორგანიზაცია Xinhua Net SRICC's-ის პრეზიდენტმა მოაწერეს ხელი.
უკვე შეიქმნა სპეციალური ინტერნეტ-პლატფორმა E-SilkRoad, რომლის საშუალებითაც მოხდება ღვინის გაყიდვა. პირველი ქართული კომპანია, რომელიც ღვინოს ინტერნეტით გაყიდის, იქნება „ღვინის კომპანია დუგლაძე“. კომპანიამ ინტერნეტ-გაყიდვებში 300 ათასი ბოთლი წარადგინა.