ჩინეთში უკვე 15 „ქართული ღვინის სახლია“

© Wines of Georgiaღვინის სახლის გახსნა ჩინეთში
ღვინის სახლის გახსნა ჩინეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სულ წლის ბოლომდე, ჩინეთის მასშტაბით, კომპანია 80-მდე „ქართული ღვინის სახლის“ გახსნას გეგმავს.

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჯეძიანის (Zhejiang) პროვინციის ქალაქ იუში (Yiwu) „ქართული ღვინის სახლი“ გაიხსნა, რომელიც „სუოლუნ კომპანის“ მიერ გახსნილი რიგით მეოთხე ობიექტია, სადაც ხდება ქართული ღვინის რეალიზაცია და პოპულარიზაცია, იტყობინება საქრთველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
„სუოლუნ კომპანია“ მაისის ბოლოს კიდევ სამ „ქართული ღვინის სახლს“ გახსნის სინძიანის პროვინციაში. სულ წლის ბოლომდე, ჩინეთის მასშტაბით, კომპანია 80-მდე „ქართული ღვინის სახლის“ გახსნას გეგმავს. „სუოლუნ კომპანის“ გენერალური დირექტორი ისიაო ძიუნუმი მიიჩნევს, რომ „ქართული ღვინის სახლის“ რაოდენობის ზრდა ჩინეთში ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას, სადაც დაინტერესებული მომხმარებელი არა მარტო ღვინოს, არამედ ქართულ კულტურასა და ისტორიასაც გაეცნობა.

ჩინეთში ქართული ღვინის პავილიონი გაიხსნა - Sputnik საქართველო
ქართული "თამადა" ჩინეთში

ქალაქ იუს ლოჯისტიკურ ცენტრში, ასევე გაიხსნა ქართული ღვინის საწყობი, საიდანაც „ქართული ღვინის სახლის“ ქსელი სისტემატიურად მომარაგდება ღვინოებით. ქართული ღვინის საწყობის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს სპეციალური წარმომადგენელი ჩინეთში მაია ცქიტიშვილი და სხვა დელეგატები.
ჩინეთში უკვე 15 „ქართული ღვინის სახლია“ (მაღაზია, სალონი, პავილიონი, ცენტრი), რომელიც სხვადასხვა კომპანიამ ბოლო ორ წელიწადში გახსნა.

ყველა ახალი ამბავი
0