ევროკავშირის ელჩი საქართველოში თარგამაძის ავტომობილის აფეთქების ფაქტით შეშფოთებულია

© FB / European Union in Georgiaოანოშ ჰერმანი
ოანოშ ჰერმანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იანოშ ჰერმანმა, ოპოზიციონერი დეპუტატის გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების შემდეგ, ევროკავშირის სახელით საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ევროპის კავშირმა დაგმო საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქება და ყველა პოლიტიკურ პარტიას სიმშვიდისკენ მოუწოდა, განუცხადა ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა.

აშშ-ის დროშა - Sputnik საქართველო
აშშ ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, ძალადობისგან თავი შეიკავონ

დეპუტატის ავტომობილი თბილისის ცენტრში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ახლოს აფეთქდა. ავტომობილში აფეთქების დროს იმყოფებოდნენ თარგამაძე და მისი მძღოლი. მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, სერიოზულად კი გამვლელები დაშავდნენ.

„მინდა შეშფოთება გამოვთქვა გუშინდელი აფეთქების გამო, რომლის შედეგად დაზიანდა პოლიტიკოსის, პარლამენტის წევრის ავტომობილი. ვგმობთ ძალადობის ყველა ფორმას და კამპანიაში მონაწილე ყველა პარტიას სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ“, — განაცხადა ჰერმანმა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო პროცესი ევროპული პრინციპების დაცვით გაგრძელდეს, აღნიშნა დიპლომატმა.

თაბორის მთა - Sputnik საქართველო
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს NDI-ს მისიაც დააკვირდება

„ვიმედოვნებთ, რომ არჩევნების პირველ ტურამდე დარჩენილი დღეები მშვიდად ჩაივლის და, რა თქმა უნდა, მას ყურადღებით დავაკვირდებით. მოუთმენლად ველოდებით საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მოსაზრებებს, რომლებიც არჩევნების შემდეგ გამოქვეყნდება“, — განაცხადა ჰერმანმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა გააფრთხილა ისინი, ვინც დაგეგმა და ააფეთქა თარგამაძის მანქანა, რომ ისინი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან. მან აღნიშნა, რომ გამოძიება უკვე დაწყებულია და დამნაშავეთა დაკავებისთვის ყველა აუცილებელი ღონისძიება ტარდება.

ინციდენტი საპარლამენტო არჩევნებამდე 3 დღით ადრე და „ნაცმოძრაობის“ მიერ გამოცხადებული მიტინგის წინა დღეს მოხდა. არჩევნები 8 ოქტომბერს არის დანიშნული.

ყველა ახალი ამბავი
0