ივანიშვილი: „ნაცმოძრაობას“ რევოლუციისთვის რესურსი არ აქვს

© FB / Bidzina Ivanishviliბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ექს-პრემიერის განცხადებით, ყოფილი მმართველი პარტია, სურვილის მიუხედავად, ქვეყანაში რევოლუციას ვერ მოახდენს.

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რევოლუციით იმუქრება, თუმცა შესაბამისი რესურსი არ გააჩნია, მიიჩნევს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

მმართველ პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულ საქართველოში“  საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ ენმ-ის მხრიდან შესაძლო პროვოკაციების შესახებ არაერთხელ განაცხადეს. ინტერნეტში უფრო ადრე გაჩნდა სკანდალური აუდიოჩანაწერი, რომელშიც ადამიანი მიხეილ სააკაშვილის ხმით, სავარაუდოდ, ენმ-ის ლიდერებთან ქვეყანაში მოვლენების რევოლუციური სცენარით განვითარებაზე საუბრობს.

„მე მგონი, საკუთარი თავის მარგინალიზაციას ახერხებენ უკვე ბოლომდე. საბოლოოდ აჩვენებენ საკუთარ სახეს და ეს კარგია“, — განაცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

დაკავება - Sputnik საქართველო
პოლიციამ „ნაცმოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატის შტაბის უფროსი დააკავა

ექს-პრემიერმა აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობა“ ლიბიის აწ განსვენებული ლიდერის მუამარ კადაფის დამხობის სცენარის გამეორებას აპირებენ.

„ამავდროულად, თუ გავიხსენებთ, რომ რევოლუციით, კადაფიზაციით გვემუქრებიან, თუმცა ამის რესურსი არ აქვთ. არ გამოვრიცხავ, ბოლო ორი კვირის განმავლობაში პრინციპულად შეიცვალოს სიტუაცია ხმების მიხედვით“, — განაცხადა ივანიშვილმა.

ექს-პრემიერმა ასევე ტელეკომპანია „რუსთავი2“ თავისი სიტყვების დამახინჯებაში დაადანაშაულა. ივანიშვილის განცხადებით, მას არასდროს უთქვამს, რომ „ნაცმოძრაობას“ 30% უჭერს მხარს.

წინასაარჩევნო აგიტაცია - Sputnik საქართველო
საქართველოში რეიტინგების ფალსიფიკაციის თემა აქტიურდება

„ჩემი ნათქვამის დამახინჯებას ჰქვია თაღლითობა, ამას მუხლიც კი აქვს, მაგრამ ჟურნალისტებს ხომ არ გამოვეკიდები“, — განაცხადა ივანიშვილმა.

ის მიიჩნევს, რომ „რუსთავი2“-ს ეს გაყალბებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების გასამართლებლად დასჭირდა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა შაბათს ამერიკული კომპანია GFK-ს სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. გამოკითხვის თანახმად, მმართველ პარტიას მოსახლეობის 38% უჭერს მხარს, ხოლო ენმ-ს — 35,6%. თუმცა, კითხვაზე — „ვის მისცემთ ხმას 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე?“, გამოკითხულთა 26%-მა უპასუხა „ენმ“, ხოლო 25,4%-მა — „ქართული ოცნება“ დაასახელა.

მიხეილ სააკაშვილი კიევში - Sputnik საქართველო
სააკაშვილი: "რევოლუცია" საქართველოში მოსალოდნელია არჩევნების შემდეგ

საქართველოს სამართალდამცველი ორგანოები სპეციალურ რეჟიმში მუშაობენ. ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იმით ახსნა, რომ ხელისუფლებას გააჩნია ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან წინასაარჩევნო პერიოდში შესაძლო პროვოკაციების შესახებ.

ენმ-ში ხელისუფლების ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ პროვოკაციების მოწყობაში ხელისუფლებაა დაინტერესებული. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0