საქართველოში რეიტინგების ფალსიფიკაციის თემა აქტიურდება

© photo: Sputnik / Levan Avlabreliწინასაარჩევნო აგიტაცია
წინასაარჩევნო აგიტაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ უქმეებზე საერთაშორისო კომპანიამ, რომელიც საქართველოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით სოციოლოგიურ გამოკითხვას ატარებდა, გამოაქვეყნა პარტიების რეიტინგი, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები არ ეთანხმებიან.

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik.  რეიტინგების ფალსიფიკაცია საპარლამენტო არჩევნების წინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რევოლუციური სცენარის ნაწილია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ. 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა შაბათს ამერიკული კომპანია GFK-ს სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. გამოკითხვის თანახმად, მმართველ პარტიას მოსახლეობის 38% უჭერს მხარს, ხოლო ენმ-ს — 35,6%. თუმცა, კითხვაზე — „ვის მისცემთ ხმას 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე?“, გამოკითხულთა 26%-მა უპასუხა „ენმ“, ხოლო 25,4%-მა — „ქართული ოცნება“ დაასახელა. 

ქართული ოცნების მომხრეები - Sputnik საქართველო
გამოკითხვა: ქართულ ოცნებას მხარს უჭერს 32%, ნაცმოძრაობას - 16%

„ზოგადად, გვარამიასა და მისი ხელმძღვანელობით  ”რუსთავი 2”-ის მხრიდან, მიჩვეული ვართ სიყალბეს და სიცრუეს, აქედან გამომდინარე ამ ყველაფერზე არ გავამახვილებდით ყურადღებას, რომ არ იყოს იმ ჩაფიქრებული რევოლუციური სცენარის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოაზრებული აქვთ ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს, მათ შორის ნიკა გვარამიას“, — განაცხადა კობახიძემ.

მმართველი პარტიის მდივანმა აღნიშნა, რომ ოპოზიცია რევოლუციურ სცენარს საქართველოში ვერ განახორციელებს. ამას გარდა, კობახიძემ „რუსთავი 2“ ბიძინა ივანიშვილის სიტყვების გაყალბების მცდელობაშიც დაადანაშაულა, რომელმაც, თითქოს განაცხადა, რომ ენმ-ს 30%-იანი რეიტინგი აქვს. კობახიძემ ტელეარხის ხელმძღვანელობას, ტყუილის გავრცელებისთვის, ტელემაყურებლის წინაშე ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.

„ბიძინა ივანიშვილის სიტყვების გაყალბება ნიკა გვარამიას დასჭირდა გაყალბებული კვლევის შედეგების შესაფუთად. ეს იყო მთავარი მიზანი. გაყალბებულია აბსოლუტურად ყველა მაჩვენებელი, რომელიც „რუსთავი 2“-მა წარმოადგინა… ჩვენსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის განსხვავება დაახლოებით სამჯერ მეტია“, — აღნიშნა მან. 

ქართული ოცნების წარმომადგენლები ყრილობაზე - Sputnik საქართველო
ზუგდიდში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები სცემეს

იმის შესახებ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და კომპანია GFK საზოგადოებრივი აზრის შედეგებს აყალბებენ, ასევე განაცხადეს ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ (დაახლოებულია ენმ-სთან) ყოფილმა წევრმა ბესო კალაძემ.

როგორც რამიშვილი ირწმუნება, GFK-ს შედეგების გამოქვეყნებამდე კალაძეს ხელში ჩაუვარდა ორი დოკუმენტი. ერთ დოკუმენტში მითითებული იყო გამოკითხვის რეალური შედეგები, ხოლო მეორეში — გაყალბებული.

„მე ვურჩიე კალაძეს, თავი შეეკავებინა ამ დოკუმენტების გამოქვეყნებისგან და დაეცადა, დაემთხვეოდა თუ არა ეს მონაცემები გავრცელებულს… შემიძლია გითხრათ, რომ ეს მონაცემები შეცვლილია “ნაციონალურ მოძრაობასთან” მიმართებაში“, — განაცხადა რამიშვილმა პრესკონფერენციაზე.

კალაძე, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ დოკუმენტების მას ენმ-ის წევრმა გადასცა.

„სამწუხაროდ, მე დღეს ვერ გავამხელ იმ ადამიანის სახელსა და გვარს, ვინც მე ეს მონაცემები მომაწოდა. თუმცა, მქონდა ორი დოკუმენტი, ერთი, რაც იყო გაყალბებული და მეორე — რაც რეალური იყო“, — განაცხადა კალაძემ. 

Une arme - Sputnik საქართველო
ოქრუაშვილმა მასზე თავდამსხმელები დაასახელა

კალაძემ „თავისუფალი ზონა“ დაახლოებით ერთი კვირის წინ დატოვა და განაცხადა, რომ იგეგმებოდა რევოლუციური სცენარი, რომელიც ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაგეგმა.

ამ საქმეზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე მუხლით „საბოტაჟის მომზადება“.

საქართველოს სამართალდამცველი ორგანოები სპეციალურ რეჟიმში მუშაობენ. ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იმით ახსნა, რომ ხელისუფლებას გააჩნია ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან წინასაარჩევნო პერიოდში შესაძლო პროვოკაციების შესახებ.

ენმ-ში ხელისუფლების ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ პროვოკაციების მოწყობაში ხელისუფლებაა დაინტერესებული.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0