გამოკითხვა: ქართულ ოცნებას მხარს უჭერს 32%, ნაცმოძრაობას - 16%

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliქართული ოცნების მომხრეები
ქართული ოცნების მომხრეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მხარს მმართველ პარტიას უჭერს.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik.  მოსახლეობის 32 % მზად არის მხარი დაუჭიროს მმართველ პარტიას „ქართული ოცნება —დემოკრატიული საქართველო“, ხოლო ოპოზიციურ „ერთიან ნაციონალური მოძრაობას“ – 16%. ამის შესახებ ნათქვამია კომპანია "JMP Strategic Solutions" მიერ ჩატარებულ  სოციალურ კვლევაში. 

კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარდა 18-დან 27 აგვისტომდე. პირდაპირი ინტერვიუს გზით 1200 კაცი გამოიკითხა. ცდომილებამ 2,8% შეადგინა. 

საქართველოს ექს-თავდაცვის მინისტრის პარტიას — „თავისუფალ დემოკრატებს“ რესპოდენტთა 4% აძლევს ხმას და ამომრჩეველთა იგივე რაოდენობა ყავს „ლეიბორისტულ პარტიას“. შემდეგია საოპერო მომღერლისა და მეცენატის პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისათვის“ – 3%. მხოლოდ 2% უჭერს მხარს პარლამენტის ექს-სპიკერის ნინო ბურჯანაძის პარტიას „დემოკრატიული მოძრაობა“ და ირმა ინაშვილის „პატრიოტთა ალიანსს“. 

არჩევნები - Sputnik საქართველო
NDI უარს ამბობს საქართველოში არჩევნების შედეგების პროგნოზირებაზე

კითხვაზე „ვის მისცემდით ხმას, ხვალ რომ არჩევნები იყოს?“, პასუხი ვერ გასცა რესპოდენტთა 34%-მა. ამასთან არჩევნებზე წასვლას აპირებს რესპოდენტთა 58%.

მკვლევარები ასევე დაინტერესდნენ პარტიათა ლიდერების მიმართ ამომრჩევლების დამოკიდებულებით. ამომრჩეველის კეთილგანწყობის დადებითი ბალანსი მხოლოდ საქართველოს პრემიერს — გიორგი კვირიკაშვილს აღმოაჩნდა. გამოკითხვის თანახმად, მის მიმართ კეთილგანწყობილია ამომრჩეველთა 38% და არაკეთილგანწყობილი — 23%. რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პირველ ნომერს — დავით ბაქრაძეს, იგი ამომრჩეველთა 30%-ს მოსწონს და არ მოსწონს — 38%-ს. მესამე ადგილზეა პაატა ბურჭულაძე — რომელიც მოსწონს 23%-ს ედა ნეგატიურად არის განწყობილი 37%. 

ცესკო - Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო ნომრები ცნობილია

ლეიბორისტთა ლიდერი შალვა ნათელაშვილი მოსწონს 23%-ს, არ მოსწონს — 39%-ს. შემდეგ მოდის „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია, რომელიც მოსწონს 20%-ს და არ მოსწონს 38%-ს. 

გამოკითხვის თანახმად, ყველაზე უარყოფითი დამოკიდებულება ამომრჩეველს ირმა ინაშვილის — 43% და ნინო ბურჯანაძის — 58% მიმართ აქვს. დადებით დამოკიდებულებას ინაშვილის მიმართ 15% ამჟღავნებს, ხოლო ბურჯანაძის მიმართ 13 %.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერსაა დაგეგმილი. 


ყველა ახალი ამბავი
0