თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ჩატარებული წილისყრის შედეგად, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე 26 პოლიტიკური სუბიექტის საარჩევნო ნომრები განისაზღვრა, ნათქვამია ცესკოს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
წილისყრის პროცედურის მიზანი იყო საარჩევნო ნომრების მინიჭება იმ პარტიებისთვის, რომლებსაც კანონიდან გამომდინარე, არ ჰქონდათ საარჩევნო ნომრები.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება. ცესკომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის 64-დან 45 პარტია უკვე დაარეგისტრირა. 19 პარტიას რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.
არჩევნებში პოლიტიკური სუბიექტები შემდეგი საარჩევნო რიგითი ნომრებით მიიღებენ მონაწილეობას:
№2 — „პროგრესულ — დემოკრატიული მოძრაობა („თქვენგან, თქვენთვის, თქვენთან ერთად!”);
№4 — „ჯონდი ბაღათურია — ქართული დასი”;
№6 — „უსუფაშვილი — რესპუბლიკელები”;
№7 — „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის”;
№9 — „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩი”;
№10 — „შალვა ნათელაშვილი — საქართველოს ლეიბორისტული პარტია”;
№11 — „სახალხო ხელისუფლება”;
№12 — „საქართველოს კომუნისტური პარტია — სტალინელები” (ივანე წიკლაური)”;
№13 — „ევროპელი დემოკრატები”;
№14 — „დავით თევზაძე — საქართველოს მშვიდობისათვის”;
№15 — „მშრომელთა სოციალისტური პარტია”;
№16 — „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია”;
№17 — „საქართველო”;
№18 — „ქართული იდეა”;
№19 — საარჩევნო ბლოკი „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო”;
№20 — „საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტია”;
№21 — „საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია”;
№22 — „მერაბ კოსტავას საზოგადოება”;
№23 — საარჩევნო ბლოკი „ჩვენები — სახალხო პარტია”;
№24 — „გიორგი ლაღიძე — მომავალი საქართველო”;
№25 — „კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე — მემარცხენე ალიანსი”;
№26 — „ეროვნული ფორუმი”;
№27 — „ირაკლი ალასანია — თავისუფალი დემოკრატები”;
№28 — „ზვიადის გზა — უფლის სახელით”;
№29 — „ეროვნულ — დემოკრატიული პარტია (ედპ)”
№30 — „ჩვენი საქართველო” (ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი)”;
გარდა აღნიშნული პოლიტიკური სუბიექტებისა, რიგითი ნომერი შეუნარჩუნდა ხუთ საარჩევნო სუბიექტს, ესენია:
№1 — საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე — სახელმწიფო ხალხისთვის”;
№3 — საარჩევნო ბლოკი „ნინო ბურჯანაძე — დემოკრატიული მოძრაობა”;
№5 — საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;
№8 — საარჩევნო ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია”;
№41 — „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო”.