ცესკომ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს კანონის დაცვისკენ მოუწოდა

© photo: press-service of the CEC of Georgiaცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცესკომ მიმართა პარტიებს, რომლებსაც შუალედურ და ადგილობრივ რიგგარეშე არჩევნებში ნომერი მიენიჭათ, არ გამოიყენონ ეს ნომერი წინასაარჩევნო აგიტაციის დროს კენჭისყრის დასრულებამდე.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) მოუწოდა პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებში აპირებენ მონაწილეობას, არ გამოიყენონ მინიჭებული ნომერი წინასაარჩევნო კამპანიის დროს და 2 სექტემბერს კენჭისყრის შედეგებს დაელოდონ.

კერძოდ, ცესკო მიმართავს იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომელთაც, ცესკოს დადგენილებით, ამ საპარლამენტო არჩევნებზე იმ ნომრების გამოყენების უფლება წარედგინათ, რომლებიც მათ მანამდე შუალედური და ადგილობრივი რიგგარეშე არჩევნების დროს მიენიჭათ.

ცესკო - Sputnik საქართველო
ცესკოში საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სუბიექტების პარტიული სიები შეტანილი არ არის

ცესკოს განცხადებაში მითითებულია, რომ ასეთი პარტიების სააგიტაციო მასალაში, ასევე ფასიან და უფასო რეკლამაში პოლიტიკური გაერთიანებების ნომრები გამოყენებული არ უნდა იყოს.

„რიგითი ნომრის გამოყენების უფლება შესაბამის საარჩევნო სუბიექტებს აქვთ  მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ჩატარდება წილისყრის პროცედურა ყველა შესაბამისი საარჩევნო სუბიექტისთვის და გამოიცემა რიგითი ნომრების შესახებ ცესკოს განკარგულება“, — ნათქვამია განცხადებაში.

სოციალური და სხვა მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია ზემოაღნიშნული წესის სავარაუდო დარღვევების შესახებ, როგორც ბლოკი "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“-ს, ისე ბლოკი „პაატა ბურჭულაძე — სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ.

საარჩევნო კაბინა - Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნებს დამკვირვებლების რეკორდული რაოდენობა დააკვირდება

„შესაბამისად, მოვუწოდებთ აღნიშნულ საარჩევნო სუბიექტებს, დაიცვან თანაბრობის პრინციპი და გაითვალისწინონ, — იმის მიუხედავად, რომ რეგისტრირებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს/ბლოკებს ამ ეტაპზე ოფიციალურად არ წარუდგენიათ საარჩევნო ადმინისტრაციაში პარლამენტის წევრობის კანდიდატები, ისინი, როგორც რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტები, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას ვალდებული არიან დაიცვან საკანონმდებლო მოთხოვნები და სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესები“, — აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, ცესკო მათ განიხილავს, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების წესების დარღვევას.

ცესკომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის 64-დან 45 პარტია უკვე დაარეგისტრირა. 19 პარტიას რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.

საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0