პოლიციამ „ნაცმოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატის შტაბის უფროსი დააკავა

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეპუტატობის კანდიდატ ნიკოლოზ რურუას შტაბის უფროსი დავით ჯაფარიძე იარაღის უკანონო შენახვისთვის დააკავეს.

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. დაკავებულია დეპუტატობის კანდიდატის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკოლოზ რურუას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დავით ჯაფარიძე.

დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, პოლიციის თანამშრომლებმა ჯაფარიძეს გუშინ, გვიან ღამით ცეცხლსასროლი იარაღი „ჩაუდეს“ და დააკავეს. ოპოზიციონერი ამაში ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს. 

„ისტერიკაში ჩავარდნილმა ივანიშვილმა ჩემი შტაბის უფროსი დავით ჯაფარიძე იარაღის ჩადებით დააკავებინა წუხელ, გვიან ღამით. ამ უკანონობას ორი მიზანი აქვს: დააშინონ ჩვენი მომხრეები და დეზორგანიზება შეიტანონ ჩვენ მუშაობაში. ცხადია, რომ არც ერთ ამ მიზანს განხორციელება არ უწერია. აუცილებლად ვიმარჯვებთ ხუთ დღეში სიმშვიდით, სიმტკიცით და ერთობით!“ — წერს ნიკოლოზ რურუა. 

წინასაარჩევნო აგიტაცია - Sputnik საქართველო
საქართველოში რეიტინგების ფალსიფიკაციის თემა აქტიურდება

დავით ჯაფარიძის დაკავების ფაქტი საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზიას“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს და აღნიშნეს, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის მუხლით „ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება“, რაც ისჯება ჯარიმით, ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების შეზღუდვით, ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე ვადით.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0