გვარამიამ აღიარა, რომ მოსამართლესთან საუბარი თვითონ ჩაიწერა

© Photo: Courtesy of Nika Gvaramiaნიკა გვარამია
ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუშინ გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს ქვეყანაში არსებულ სასამართლოს სისტემაზე ესაუბრება.

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგის დროს აღიარა, რომ გაშინ გამოქვეყნებული საუბარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანთან თავად ჩაიწერა.

ინტერნეტ-რესურსმა Georgia News Creative გვარამიასა და ახვლედიანის საუბრის აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა. ამ აუდიოჩანაწერში პირი ახვლედიანის ხმით გვარამიას საჭირო რაოდენობის მოსამართლეების არარსებობის თაობაზე შესჩივის და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს „სავარჯიშო ბალიშს“ უწოდებს. როგორც გვარამიამ განმარტა, ჩანაწერი ერთი წლის წინ გაკეთდა, როდესაც ახვლედიანი ჯერ კიდევ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო.

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი კვლავ ფარულ აუდიოჩანაწერში ფიგურირებს

გვარამიამ განაცხადა, რომ იმ დროს ახვლედიანმა მას შეხვედრა შესთავაზა, რათა „რუსთავი2“-ის საქმეზე სასამართლო პროცესი განეხილათ.

„ჩემს კოლეგებს ამასთან დაკავშირებით ვესაუბრე, ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ შეხვედრა ღირდა, მივიღე რჩევა, რომ შესაბამისი ტექნიკით ვყოფილიყავი აღჭურვილი, რომ პროვოკაციას არ ჰქონოდა შემდგომში ადგილი, ან თუ რამე ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა თქმული, შემდეგ მტკიცებულებად გამოგვეყენებინა“, — განაცხადა გვარამიამ.

ამასთან, გვარამიასთვის გაუგებარია, როგორ მოხვდა ეს ჩანაწერი ინტერნეტში. ის მიიჩნევს, რომ ვიღაც უკანონოდ შეიჭრა მის კომპიუტერში, სადაც ინახებოდა ეს მასალა.

პოლიცია - Sputnik საქართველო
სუს–მა საბოტაჟის მომზადების შესახებ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

„ყველაზე პრობლემატურია, როგორ მოხვდა ჩემ მიერ გაკეთებული ფარული ჩანაწერი ქსელში, ეს ჩანაწერი მაშინვე განადგურდა, რადგან ჩვენთვის საინტერესო მასალას არ შეიცავდა, იყო ჩემს კომპიუტერში დაცული რაღაც პერიოდი, ის კომპიუტერი საერთოდ აღარ მაქვს და ჩვენს ქსელში რაღაც პერიოდი იყო, საქმე გვაქვს ახალ დანაშაულთან, რასაც ჰქვია კომპიუტერულ ქსელში შეღწევა, ეს არის კიბერდანაშაული“, — აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

„რუსთავი2“-ის ხელმძღვანელი აუდიოჩანაწერის ქსელში გავრცელების ორ ვერსიას განიხილავს.

„ჩვენთვის პრობლემატურია ჩვენი შიდა ამბების გატანა გარეთ, ორი ვარიანტია, ან შეღწევა ხდება გარედან, ან შიგნით ჰყავს წარმომადგენელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელსაც შიგნიდან გააქვს უკანონოდ მოპოვებული მასალები“, — მიიჩნევს ის.

რუსთავი 2 - Sputnik საქართველო
"რუსთავი 2"-ის საქმეში სკანდალური დოკუმენტი გამოჩნდა

გვარამიამ ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე თვის წინ უცნობმა პირებმა მისი ელექტრონული ფოსტა გატეხეს.

ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ მან არ იცოდა, თუ გვარამია საუბარს ფარულად იწერდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების პირველი შემთხვევა არ არის, რომელშიც ნიკა გვარამია მონაწილეობს.  სექტემბრის შუა რიცხვებში ინტერნეტ-რესურსმა Georgia News Creative-მა გამოაქვეყნდა აუდიოჩანაწერი — სატელეფონო საუბარი ნიკა გვარამიასა და პარტიის „სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯდომარე პაატა ბურჭულაძეს შორის. ამ საუბრის დროს გვარამია უკმაყოფილებას გამოთქვამს „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩის“ წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის ინტერვიუს გამო, რომელიც ბურჭულაძის ბლოკიდან დეპუტატობის კანდიდატია.

მაშინ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის მუხლით „პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა“.

ყველა ახალი ამბავი
0