„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი კვლავ ფარულ აუდიოჩანაწერში ფიგურირებს

© photo: Sputnikნიკა გვარამია
ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
გამოწერა
აუდიოჩანაწერში ადამიანი ნიკა გვარამიას ხმით, სავარაუდოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარესთან, სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებას განიხილავს.

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ინტერნეტში გაჩნდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც პირები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის ხმებით საქართველოში არსებულ სასამართლო სისტემას განიხილავენ. 

შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
შსს გვარამია-ბურჭულაძის საუბრის გამოქვეყნების შესახებ საქმეს იძიებს

ჩანაწერი, დიდი ალბათობით, 2016 წლის თებერვლამდეა გაკეთებული, როდესაც ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს ხელმძღვანელობდა. ამ აუდიოჩანაწერში პირი ახვლედიანის ხმით გვარამიას საჭირო რაოდენობის მოსამართლეების არარსებობის თაობაზე შესჩივის და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს „სავარჯიშო ბალიშს“ უწოდებს. ჩანაწერის ავთენტურობა, ჯერჯერობით, დადასტურებული არ არის.

სავარაუდოდ, ახვლედიანი გვენეტაძეს აკრიტიკებს იმის გამო, რომ მან ბევრი მოსამართლე გაათავისუფლა როგორც თბილისის, ისე სააპელაციო სასამართლოში და ვაკანტური ადგილების შევსება ვერ შეძლო, ხოლო მოქმედი მოსამართლეები არაფერს ამბობენ. ამასთან, ის ამბობს, რომ ეს მისთვის საწყენია და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ხელისუფლებასთან კავშირში სდებს ბრალს.

ამ აუდიოჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ გვარამიამ „ფეისბუქის“ გვერდზე პოსტი დაწერა. 

პოლიცია - Sputnik საქართველო
სუს–მა საბოტაჟის მომზადების შესახებ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

„ეს ფსკერია უკვე, ძვირფასო მეგობრებო. მთავარია დადონ რამე, სადაც ჩემი ხმა ისმის, და უკვე შინაარსს აღარც უსმენენ. ამას ქვია ფარული ჩანაწერებით თვითდაზიანება", — წერს გვარამია.

უნდა აღინიშნოს, რომ სექტემბრის შუა რიცხვებში ინტერნეტ-რესურსმა Georgia News Creative-მა გამოაქვეყნდა აუდიოჩანაწერი — სატელეფონო საუბარი ნიკა გვარამიასა და პარტიის „სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯდომარე პაატა ბურჭულაძეს შორის. ამ საუბრის დროს გვარამია უკმაყოფილებას გამოთქვამს „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩის“ წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის ინტერვიუს გამო, რომელიც ბურჭულაძის ბლოკიდან დეპუტატობის კანდიდატია.

მაშინ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის მუხლით „პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა“. 

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
საქართველოს პროკურატურა მოსამართლეთა კანდიდატების საქმეს იძიებს

მამუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაკავებული თანამდებობიდან მიმდინარე წლის თებერვალში გაათავისუფლა. ახვლედიანის გათავისუფლებას წინ უძღოდა 2015 წლის დეკემბერში დაწყებული კონფლიქტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან. კონფლიქტის დაწყების მიზეზი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნა გახდა.

ახვლედიანმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძისა და საბჭოს წევრების გადადგომა მოითხოვა და გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსამართლეობის კანდიდატებისთვის ტესტების სწორი პასუხები წინასწარ იყო ცნობილი. უმაღლესი საბჭო ამ საკითხის შესწავლას შეუდგა, მაგრამ შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

ახვლედიანმა თავისი გათავისუფლების საკითხი გაასაჩივრა, მაგრამ სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა.


ყველა ახალი ამბავი
0