შსს გვარამია-ბურჭულაძის საუბრის გამოქვეყნების შესახებ საქმეს იძიებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliშსს-ს შენობა
შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სატელეფონო საუბარში ლაპარაკია დეპუტატობის კანდიდატზე ბლოკიდან „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“, რომელმაც განაცხადა, რომ მზადაა, მმართველ პარტიასთან ითანამშრომლოს.

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს შსს-მ ინტერნეტში გავრცელებულ სატელეფონო საუბრის ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. სატელეფონო საუბარი ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასა და ცნობილ საოპერო მომღერალს, მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერს პაატა ბურჭულაძეს შორის გაიმართა. ამის შესახებ აღნიშნულია სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის მუხლით „პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით  შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა“, რაც ისჯება ჯარიმით, ან ორ წლამდე ვადით გამოსასწორებელი სამუშაოებით, ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

პაატა ბურჭულაძე - Sputnik საქართველო
ბიძინა ივანიშვილი: ბურჭულაძე უზარმაზარ თანხას ითხოვდა თანამშრომლობაში

ინტერნეტ-რესურსმა Georgia News Creative გუშინ Youtube-ზე გამოაქვეყნა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი სათაურით „ნიკა გვარამია „დამოუკიდებელ“ პოლიტიკოსებს აკონტროლებს“. საუბრისას გვარამიას ხმა (ჯერჯერობით ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის) უკმაყოფილებას გამოთქვამს „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩის“ წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის ინტერვიუს გამო, რომელიც ბურჭულაძის ბლოკიდან დეპუტატობის კანდიდატია.

მეგრელიშვილმა მმართველ პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულ საქართველოსთან“ კოალიციის შექმნის შესაძლებლობა არ გამორიცხა, თუ ბლოკი „პაატა ბურჭულაძე — სახელმწიფო ხალხისთვის“ პარლამენტში მოხვდება.

სატელეფონო საუბრის მიხედვით, ბურჭულაძე ვაშინგტონში იმყოფება. ის ამბობს, რომ საქმის ვითარებაში გარკვეული არაა. ის თანამოსაუბრეს საქართველოში დაბრუნებისთანავე ვითარებაში გარკვევას ჰპირდება.

ახალი პოლიტიკური გაერთიანება - Sputnik საქართველო
სააკაშვილის თანამებრძოლები და პაატა ბურჭულაძე გაერთიანდნენ

საუბარი, როგორც ამ მასალის შემქმნელები ამტკიცებენ, 20 წუთის შემდეგ გრძელდება. ბურჭულაძის ხმა გვარამიას ამცნობს, რომ დაურეკა თანამოაზრეებს და მათ განუმარტეს, რომ მეგრელიშვილის გამონათქვამები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი.

ამაზე გვარამია პასუხობს, რომ მზადაა, მეგრელიშვილის გამონათქვამებზე სიუჟეტი გააკეთოს, რადგან „გირჩის“ წევრმა თავად დაუდასტურა, რომ მზადაა მმართველ პარტიასთან კოალიციის შექმნაზე, რათა მთავრობაში საკუთარი იდეები განახორციელოს.

ყველა ახალი ამბავი
0