ბიძინა ივანიშვილი: ბურჭულაძე უზარმაზარ თანხას ითხოვდა თანამშრომლობაში

გამოწერა
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მეცენატი ფულის მოთხოვნაში, „ნაცმოძრაობასთან“ და სააკაშვილთან კავშირში დაადანაშაულა.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პაატა ბურჭულაძე თანამშრომლობის საფასურად დიდ თანხას ითხოვდა.

„მე არ მინახავს ეს ადამიანი უკვე სამი წელია. ნაწყენი ვარ, იმიტომ რომ თავის დროზე, როცა მხარდაჭერა ვთხოვე, ბევრი ფული მოითხოვა და შეურაცხყოფილი დარჩა, როცა უარი ვუთხარი“, — განაცხადა ივანიშვილმა იმერეთში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას.

ივანიშვილმა კვლავ დაადანაშაულა ბურჭულაძე „ნაციონალებთან“ და სააკაშვილთან კავშირში.

„გაიხსენეთ ბურჭულაძის პირველი განცხადებები. შეხედეთ, რამდენჯერ იყო უკრაინაში სააკაშვილთან, ძირითადად იქ დადის, სააკაშვილთან ჩახუტებული ფოტოებიც გამოაქვეყნა“, — თქვა ივანიშვილმა.

პაატა ბურჭულაძე - Sputnik საქართველო
ივანიშვილმა ბურჭულაძეს „სააკაშვილის პროექტი“ უწოდა

ბურჭულაძემ ექსპრემიერის ნათქვამს აბსურდი უწოდა.

„ვიყავი ერთხელ კონცერტზე. კონცერტის მერე მოვიდა სააკაშვილი და ჩვენ გადავიღეთ ერთი ფოტო. ეს არის და ეს. ეს იყო ორი წლის უკან. რამდენჯერმე რასაც ამბობს — ეს უკვე ტყუილია“, — განაცხადა ბურჭულაძემ.

სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შედარების გამო კი ბურჭულაძემ განმარტა, რომ მისი პოზიცია მხოლოდ მოქმედი ხელისუფლებით უკმაყოფილებითაა გამოწვეული.

„მთავრობა ყველაფერს არასწორად აკეთებს და ეს ემთხვევა თურმე „ნაციონალური მოძრაობის“, „რესპუბლიკური პარტიისა“ და „თავისუფალი დემოკარტების“ აზრს. მაპატიეთ, იმიტომ რომ არ დამეთხვას „ნაციონალების“ განცხადებებს ჩემი განცხადებები, მე უნდა სხვა რამე ვიძახო?.. როგორ შეიძლება დღევანდელი ცხოვრება მოგეწონოს, როცა ოთხი წლის განმავლობაში ოპოზიციის კრიტიკის მეტი არაფერი გაუკეთებიათ?“ — განაცხადა ბურჭულაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

 

ყველა ახალი ამბავი
0