თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. მმართველი კოალიციის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერლის პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლა დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილთან მის მეგობრობასთან.
ბურჭულაძე პოლიტიკაში მიმდინარე წილს მაისში მოვიდა. მის პარტიას „მოძრაობა —სახელმწიფო ხალხისათვის“ ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. გარდა ამისა ბურჭულაძე ერთ ბლოკში გაერთიანდა სააკაშვილის ყოფილ თანამებრძოლებთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. „მან ეს გადაწყვეტილება სააკაშვილთან მეგობრობის გამო მიიღო. ეს „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტია… გაიხსენეთ ჩემი ლაპარაკი, მე ყოველთვის ვეუბნებოდი რომ მას (ბურჭულაძეს, რედ. შენიშ.) არ ეცრუა. სწორედ ეს მქონდა მხედველობაში“ თქვა ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში.
კითხვაზე — განიხილავდა თუ არა იგი ბურჭულაძის კანდიდატურას საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე 2013 წელს, ივანიშვილმა უპასუხა, რომ ბურჭულაძემ არ ისურვა მის გუნდთან თანამშრომლობა.