საქართველოს პრემიერ-მინისტრი პედაგოგებს შეხვდა

© FB/ Георгий Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილაგანათლების სისტემის დეპოლიტიზაციის აუცილებლობაზე.

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. მინდა, დაგიდასტუროთ უდიდესი პატივისცემა და გითხრათ, რომ, თქვენი ჩართულობის გარეშე, განათლების, პოლიტიკის და განათლების სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით, ნაბიჯი არ იქნება გადადგმული; ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი დღეს, — ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პედაგოგებს, რომლებსაც წინასწარ მიულოცა პროფესიული დღესასწაული.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პედაგოგის მოღვაწეობის სირთულე მისთვის უცხო არ არის, რადგან ოჯახში ორი პედაგოგი ჰყავდა — დედა და ბებია.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობისთვის, განათლება, სიტყვით და საქმით, იქცა პირველ პრიორიტეტად და ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა იგეგმება. პრემიერის შეფასებით, ბევრი გაკეთდა იმისთვის, რომ განათლების მნიშვნელობა წამოწეულიყო. 

მაღაზია - Sputnik საქართველო
მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია

მთავრობის მეთაურმა ყურადღება სისტემის დეპოლიტიზაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა. 

"არ შეიძლება, სკოლებში, უნივერსიტეტებში, დავაზომბიროთ ხალხი, ერთი მიმართულებით წავიყვანოთ მათი აზროვნება. მოქალაქეობრივი პოზიცია ყველას აქვს, მაგრამ, ვინაიდან საქართველოში პოლიტიკა სამწუხაროდ ჯერ კიდევ დაპირისპირებასა და კონფრონტაციასთან ასოცირდება, ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად მოვაშოროთ პოლიტიკა სკოლას და განათლების სისტემას. — ციტირებს პრემიერს მთავრობის პრესსამსახური.

მთავრობის მეთაურის თქმით, გაიზარდა და კიდევ იზრდება პედაგოგების ხელფასები. 2017 წლიდან საშუალო ხელფასი ხდება 800 ლარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით სვლა გაგრძელდება. 

მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: პროფესიული განათლება - გზა დასაქმებისკენ

"ჩვენ დღეს ახალი სტრატეგიის შემუშავების პროცესში ვართ და უმთავრესი, რაც მინდა, გითხრათ, აღარ გვინდა, სიტყვა რეფორმა სადამსჯელო სიტყვად იქცეს; გვინდა, ეს სიტყვა დადებით ცვლილებებთან იყოს ასოცირებული, რომლებიც უპირველეს ყოვლისა, თქვენგან იქნება მოწონებული, ყველა თქვენგანთან შეთანხმებული, თქვენი აზრის გათვალისწინებით და თქვენი ჩართულობით გაკეთებული რეფორმა გვინდა ჩვენ; არ გვსურს, თავს მოგახვიოთ ჩვენი აზრები, რომელიც არ იქნება თანხვედრაში თქვენს გამოცდილებასთან; თქვენი გამოცდილება უნდა იყოს ამოსავალი ნებისმიერი ნაბიჯისა, რომელსაც გადავდგამთ მომავალში. ამას ემსახურება დღევანდელი შეხვედრაც, რომ მოვისმინოთ და გავითვალისწინოთ თქვენი მოსაზრებები ჩვენს მომავალ საქმიანობაში", — მიმართა პრემიერმა პედაგოგებს.

ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
განათლების ახალი მინისტრის თამამი გეგმები

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, პრიორიტეტად დარჩება სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლება. 1600-მდე საჯარო სკოლა უკვე აღდგენილია, 10 ახალი სკოლა დასრულების ეტაპზეა, ხოლო 10 — გაიხსნა; აშშ-ის მთავრობის თანადგომით, მომავალ წელს იგეგმება 100-მდე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად; უკვე დასრულებულია 12 ასეთი ლაბორატორია.

შეხვედრას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, საქართველოს სხვადასხვა სკოლის 500 პედაგოგი დაესწრო.


ყველა ახალი ამბავი
0