საქართველოს ტუროპერატორებმა ბელორუს კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს ტუროპერატორებმა ბელორუს კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს
საქართველოს ტუროპერატორებმა ბელორუს კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ტურისტული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, რომლებიც ქვეყანაში შემომავალ ტურიზმზე მუშაობენ, ბელორუს კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს.

თბილისი, 27 სექტემბერი– Sputnik. საქართველოში ტურიზმის განვითარებისათვის საჭიროა ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა, თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში გამართული თბილისი-მინსკი ვიდეო-ხიდისას განაცხადა ტურისტული კომპანია MGeoTur-ის გიდმა გიორგი კვერცხიშვილმა. ვიდეოხიდი მიეძღვნა ტურიზმის საერთაშორისო დღეს. ქართული მხრიდან მასში მონაწილეობდნენ ასევე FAU Travel-ის აღმასრულებელი დირექტორი ანა საიუტინა, ტურიზმის განვითარების საინიციატივო საზოგადოების იურისტი გიორგი მეურმიშვილი და ტურისტული კომპანია MGeoTur-ის თანადამაარსებელი ალექსანდრე აფხაიძე.

"საქართველოში ტურიზმის განვითარებისათვის ახალი ინფრასტრუქტურა იქმნება. რა თქმა უნდა, წინა მთავრობა ბევრს აკეთებდა ტურიზმის განვითარებისათვის, და ამჟამინდელი მთავრობაც ქვეყნის საინტერესო განვითარებას გვპირდება. საქართველოში ტურიზმის განვითარებისათვის აუცილებელია ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა. ეს ჩვენც გვეხმარება და აქ ჩამოსულ ადამიანებსაც", — განაცხადა გიორგი კვერცხიშვილმა.

ნაიყალა და ხედი ძველ თბილისზე - Sputnik საქართველო
ლატვიური კომპანია „FERRUS" საქართველოს ტურიზმის სექტორში ინვესტიციებს განახორციელებს

ბელორუსი კოლეგები, კერძოდ, ბელარუსის სპორტისა და ტურიზმის სამინისტროს ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი ელენა პერმინოვა, დაინტერესდნენ საქართველოში ტურისტული კომპანიების განვითარებაში სახელმწიფოს მონაწილეობის წილით.

"სახელმწიფოს როლი, პირველ რიგში გულისხმობს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ბიზნესის წარმართვისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას. ეს არის სასტუმროები, რესტორნები, ეროვნული პარკები, სადაც არამარტო მშვენიერი ბუნება იქნება, არამედ ტურისტებისათვის კომფორტული პირობები. სახელმწიფოს როლს ამაში ვხედავ",-ხაზი გაუსვა ანა საიუტინამ.

ნარიყალა - Sputnik საქართველო
საქართველოში რელიგიური ტურიზმის ხელშეწყობისთვის პილიგრიმული კატალოგი გამოიცა

ელენა პერმინოვას გარდა, მინსკიდან ვიდეოხიდში მონაწილეობდა ასევე ბელარუსის ტურისტული ორგანიზაციების რესპუბლიკური კავშირის ხელმძღვანელი ვალენტინ ცეხმეისტერი, ტურისტული ორგანიზაცია "БелАгроТревэл"-ის დირექტიროს მოადგილე დიმიტრი მოროზოვი და კომპანია TravelLine-ის ბელორუსული ოფისის ხელმძღვანელი ელენა მიხაილიკი. ვიდეოხიდის მონაწილეებს ასევე აინტერესებდათ, რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტურისტული მარშრუტებისა და ადგილების, ასევე ზოგადად ქვეყნის პოპულარიზაცია სოციალურ ქსელებში საქართველოს მაგალითზე.

"შემიძლია ვთქვა, რომ რეკლამა, მით უმეტეს სოციალურ ქსელებში ქვეყნის წინ წაწევაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. საქართველოს მაგალითზე: ხუთი წლის წინ, როდესაც ტურიზმი ქვეყანაში იწყებდა განვითარებას, ამდენი ტურისტი არ იყო, როგორც ახლა და რეკლამაც არ იყო. ტურისტები, რომლებიც ჩვენ მოგვმართავდნენ, ყველაზე გამბედავები იყვნენ. მათ არაფერი არ იცოდნენ ქვეყნის შესახებ…ხალხს ეშინოდა…წლიდან წლამდე სოციალურ ქსელებში და ტელევიზიაში სულ უფრო მეტი სარეკლამო რგოლი ჩნდება, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია",-აღნიშნა FAU Travel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: GEM Fest - 2017 ტურიზმის განვითარებაში გარდამტეხი მოვლენა იქნება

ბელორუსული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ასევე დაინტერესდნენ, რას ანიჭებენ უპირატესობას ტურისტები, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან. 

"სხვადსხვა ქვეყნის ტურისტებს სხვადსხვა დაინტერესება გააჩნიათ. სლავური ქვეყნებიდან (რუსეთი, უკრაინა და ბელარუსი) ჩამოსულ ტურისტებს ურჩევნიათ კახეთში წასვლა, დააკვირდნენ ღვინის კეთების პროცესს, დალიონ ღვინო, მიირთვან გემრიელი კერძები. ზამთარში სამთო კურორტები აინტერესებთ, ზაფხულში-ზღვის ნაპირზე ნებივრობა. აზერბაიჯანელი ტურისტები სხვანაირები არიან. მათ არ აინტერესებთ ისტორიული ძეგლები. მათ სავაჭრო ცენტრები და თანამედროვე ქალაქი აინტერესებთ",-დასასრულს აღნიშნა ანა საიუტინამ.

ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წლის რვა თვის განმავლობაში საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორების საერთო რაოდენობამ 4 მილიონ 247,7 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც 322 ათასით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ზრდამ 8,2% შეადგინა. რაც შეეხება ტურისტებს, რომლებოც საქართველოში წელს ჩამოვიდნენ,მათი რიცხვი შეადგენს 1 მილიონ 851,9 ათას ადამიანს, რაც 274,7 ათასით მეტია(ზრდა +17.4%).

ყველა ახალი ამბავი
0