საქართველოში რელიგიური ტურიზმის ხელშეწყობისთვის პილიგრიმული კატალოგი გამოიცა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliნარიყალა
ნარიყალა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოცემა სახელწოდებით „მართლმადიდებელი მომლოცველები საქართველოში“ მოიცავს ინფორმაციას საქართველოში დაცული სიწმინდეების, ძეგლების, ფრესკებისა და რელიგიური დღესასწაულების შესახებ.

თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. ეკონომიკის სამინისტრო საქართველოში რელიგიური ტურიზმის განვითარებაზე მუშაობს და პილიგრიმული კატალოგი  უკვე გამოუშვა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.  

რაბათის ციხე 7 ჰა ფართობის ტერიტორიაზეა გადაშლილი. - Sputnik საქართველო
რაბათის ციხე

გამოცემა სახელწოდებით „მართლმადიდებელი მომლოცველები საქართველოში“ მოიცავს ინფორმაციას საქართველოში დაცული სიწმინდეების, ძეგლების, ფრესკებისა და რელიგიური დღესასწაულების შესახებ.

კატალოგში აღწერილია წმ. ნინოსა და წმ. ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლისა და მოღვაწეობის ისტორია.

გამოცემა სამ — ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე გამოიცა. კატალოგის სტრუქტურა საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად მომზადდა. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0