თბილისი, 17 სექტემბერი— Sputnik. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წლის GEM FEST-ი იქნება გარდამტეხი ანაკლიის საკურორტო ზონის ჩამოყალიბებაში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა GEM FEST 2017-ის პრეზენტაციაზე.
GEM Fest — 2017 ანაკლიაში 14 ივლისს დაიწყება და მთელი ერთი თვე – 14 აგვისტომდე გასტანს.
პრემიერმა ფესტივალის მონაწილეებს 2016 წლის GEM FEST-ის წარმატებით ჩატარება მიულოცა და აღნიშნა, 2017 წლის GEM FEST-ი, ახალი კონცეფციით, იქნება სრულიად სხვა დონის, ძალიან სერიოზული line up-ით და მეტი დამსწრე ადამიანით.
„დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი მოთხოვნა გაჩნდება ახალ სასტუმროებზე, რესტორნებზე და ეს იქნება არა მარტო ანაკლიის და მისი მიმდებარე სოფლების, არამედ, საქართველოში ამ მიმართულებით, ტურიზმის განვითარებაში გარდამტეხი მოვლენა", — განაცხადა კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება GEM Fest — 2017–ის ლაინ–აპს, ის შედგება 500–ზე მეტი უცხოელი და ქართველი შემსრულებლისგან, რომლებიც ფესტივალის ექვს სცენაზე გამოვლენ.
ელექტრონული მუსიკის ქართული ფესტივალზე დასასწრები ბილეთები უკვე გაყიდვაშია.