თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. ელექტრონული მუსიკის ქართულმა ფესტივალმა GEM Fest მომავალი სეზონის ჩატარების თარიღი დაასახელა.
ორგანიზატორ ების განცხადებით, GEM Fest 2017 ანაკლიაში 14 ივლისს დაიწყება და მთელი ერთი თვე – 14 აგვისტომდე გასტანს.
„ეს იქნება არა უბრალოდ ფესტივალი, არამედ ადგილი (ვთქვათ, GEM BEACH) გართობის, მუსიკისა და ბედნიერებისთვის“, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
GEM Fest — 2017–ზე ასევე ასზე მეტი სპორტული ღონისძიება გაიმართება.
რაც შეეხება GEM Fest — 2017–ის ლაინ–აპს, ის შედგება 500–ზე მეტი უცხოელი და ქართველი შემსრულებლისგან, რომლებიც ფესტივალის ექვს სცენაზე გამოვლენ.
„ყველას ნახავთ, ვიზეც ოცნებობდით“, – აანონსებენ ორგანიზატორები GEM Fest –ს.
აუდიტორიის მოსაზრებების გასაგებად, ფესტივალის გვერდზე გამოკითხვა ტარდება, თუ რომელი შემსრულებლის ხილვა სურთ მომავალ წელს GEM Fest –ზე.
2017 წლის ბილეთები უკვე იყიდება.
წელს ფესტივალი ანაკლიაში 10–14 აგვსტოს გაიმართა და სცენაზე ცნობილი დიჯეები და მუსიკოსები შეკრიბა სხვადასხვა ქვეყნიდან.