ავსტრალიელმა ბიტბოქსერმა Dub FX-მა „ჯემ ფესტის“ სტუმრები გააოცა

© SputnikDub FX на GEM Fest
Dub FX на GEM Fest - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელექტრონული მუსიკის ქართულმა ფესტივალმა „ჯემ ფესტმა“ სცენაზე მსოფლიოს ცნობილ დიჯეებსა და მუსიკოსებს მოუყარა თავი.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. მსოფლიოში სახელგანთქმული ავსტრალიელი ქუჩის ბიტბოქსერი Dub FX ანაკლიაში 10 აგვისტოს გახსნილი ელექტრონული მუსიკის ქართული ფესტივალი „ჯემ ფესტის“ პირველი ჰედლაინერი გახდა.

მელბურნელი Dub FX (ნამდვილი სახელი ბენჯამინ სტენფორდი) იმითაა ცნობილი, რომ მუსიკის შესაქმნელად მხოლოდ საკუთარ ხმის იოგებს, სემპლერსა და ეფექტების სატერფულს იყენებს და არა მუსიკალურ საკრავებს. მუსიკოსი არ თანამშრომლობს ხმის ჩამწერ ლეიბლებთან და არ ჰყავს პროდიუსერი. ის საკუთარ დისკებს პირდაპირ კონცერტებზე და MySpace-ს საშუალებით ყიდის.

პოპულარულმა მუსიკოსმა ფესტივალის სტუმრებისთვის თავისი საუკეთესო კომპოზიციები შეასრულა. კონცერტი აკვაპარკის სცენაზე მიმდინარეობდა და მისი მოსმენა წყლიდანაც შეიძლებოდა და ხმელეთიდანაც.

© SputnikDub FX на GEM Fest
Dub FX на GEM Fest - Sputnik საქართველო
Dub FX на GEM Fest

გამოსვლის ბოლოს Dub FX-მა სალტო გააკეთა და აუზში გადახტა მსმენელებთან, რამაც „ჯემ ფესტის“ სტუმრების ოვაციები გამოიწვია.

მაყურებელი მას აუზიდან აღარ უშვებდა: სურათებს იღებდნენ მასთან და ეკითხებოდნენ, როგორი განწყობა ჰქონდა. მისი განცდებით Sputnik-ის კორესპონდენტიც დაინტერესდა.

„ძალიან დაღლილი ვარ, იმიტომ რომ ყველაფერი, რაც აქ ხდება, ძალიან ამაღელვებელია. საქართველოში მეორედ ვარ. აქ ყველაფერი მშვენიერია. ქართული კერძებიც მომწონს და ადამიანებიც. კიდევ დიდი სიამოვნებით ჩამოვიდოდი“, — უთხრა მან Sputnik-ს.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
GEM Fest-ზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები იმორიგევებენ

„ჯემ ფესტის“ფარგლებში სცენაზე გამოვლენ სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი დიჯეები და მუსიკოსები. მათ შორის: პროდიუსერი და მუსიკოსი პაულ კალკბრენენრი, ტრანს-მუსიკის გერმანელი ვარსკვლავი პოლ ვან-დაიკი, ნიდერლანდელი ჰაუს-დიჯეი ფედე ლე გრანდი, ფრანგი კომპოზიტორი და ელექტრო-ჰაუს-მუსიკოსი Agoria.

ამას გარდა, „ჯემ ფესტში“ მონაწილეობას მიიღებენ: დიჯეი და მინიმალ-ტექნო-კომპოზიტორი სტეფან ბოძინი გერმანიიდან, მოსკოველი დიჯეი დაშა რედკინა და Abelle, ისლანდიური ჯგუფი GusGus, გერმანული ტრანს-დუეტი Cosmic Gate და გერმანული მუსიკალური ჯგუფი Super Flu.

„ჯემ ფესტზე“ ასევე ელოდებიან აფხაზეთიდან აშშ-ში საცხოვრებლად გადასულ დიჯეი იულია გოვორსა და პოპულარულ ბერლინელ მუსიკოს The Drifter-ს.

„ჯემ ფესტი“ ანაკლიაში ტარდება და აფხაზეთის მცხოვრებთათვის დასწრება თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0