ანასტასია შრაიბერი
ღონისძიებას დაესწრო ათობით ათასი ქართველი მელომანი და ელექტრონული საკლუბო მუსიკის მოყვარულები რუსეთიდან, ირანიდან, აზერბაიჯანიდან და ევროპის ქვეყნებიდან. როგორი იყო ის, რით გააოცა და რით დაწყვიტა გულები, ყვება Sputnik-ის კორესპონდენტი ანასტასია შრაიბერი.
GEM Fest-ისაკენ —პაულ კალკბრენერის, პოლ ვან დაიკის და სხვების გამო
ფესტივალის კარგად შერჩეულმა ლაინ-აპმა ყველა მუსიკალურ მოლოდინს გადააჭარბა. საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ ადამიანები ელექტრონული მუსიკის ისეთი ვარსკვლავების ცოცხალი შესრულების მოსასმენად, როგორებიცაა პაულ კალკბრენერი, პოლ ვან დაიკი, ფედე ლე გრანდი, ბორის ბრეიჩი, სტეფან ბოძინი, Gus Gus და მრავალი სხვა.
ფესტივალს ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია — პოლ ვან დაიკის კონცერტამდე საათნახევრით ადრე შუქი ჩაქრა. თუმცა ათ წუთში დენის მოწოდება აღდგა და პოლ ვან დაიკმა თავისი პროგრამა ვირტუოზულად შეასრულა, რის შემდეგაც საფესტივალო ქალაქი გრანდიოზულმა ფეიერვერკმა გაანათა.
GEM Fest-ის მეორე დღის საჩუქარი გახდა გერმანელი ტექნო-პროდიუსერისა და მუსიკოსის პაულ კალკბრენერის შთამბეჭდავი შოუ. მან ყველა საუკეთესო ჰიტი შეასრულა, თუმცა კონცერტის მერე ფანები მას არ უშვებდნენ. უამრავი ავტოგრაფის შემდეგ კალკბრენერმა თავისი ფანების ფონზე ეპიკური სელფი გადაიღო.
აქვაპარკის სცენაზე კი ავსტრალიელი ბითბოქსერი Dub FX, დაუვიწყარი გამოსვლის შემდეგ, სცენიდან პირდაპირ აუზში მსნელებთან ჩახტა. ფანები დიდ ხანს არ უშვებდნენ მას, თავის აღტაცებას გამოხატავდნენ და მასთან ერთად სურათებს იღებდნენ.
ან ნამდვილი ჯადოქრის ამერიკელი დიჯეის Slow Magic-ის შოუ თავისი საფირმო ნიღბით და დოლით, რომელმაც დარბაზი თავისი უზარმაზარი ენერგეტიკით დამუხტა.
ერთი სიტყვით, ფესტივალი მონაწილეები, მისი მუსიკა და ჟღერადობა, ასევე სცენის არაჩვეულებრივი განათება — ეს ყველაფერი GEM Fest-ის მთავარი ღირსება იყო. რაც შეეხება ორგანიზებას — ის მოიკოჭლებდა და უკმაყოფილოებიც იყვნენ.
GEM Fest-ის პლიუსები და მინუსები
დავიწყებთ ცუდით. გასაგებია, open air, ღია სივრცე, უზარმაზარი და ახალი მოწყობილი ტერიტორია, ზღვა ხალხი, სიცხე და კომფორტის ნაკლებობა. სხვადახვა ხალხი-განსხვავებული პრეტენზიებით, კაპრიზებით და მოლოდინებით. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებოდით GEM Fest-ის დადებით და უარყოფით გამოხმაურებებს და აი რა შევნიშნეთ.
რა იყო ცუდი?
1) Wi-Fi — არა
2)საზოგადოებრივი ტუალეტები— სიმცირე, სიბინძურე, რიგები, ფასიანია.
3)საზოგადოებრივი საშხაპე— სიმცირე, ცივი წყალი, რიგები, ფასიანია.
4)ერთფეროვანი ფასტფუდი— სიმცირე, რიგები.
5) გახსნის დღეს რეგისტრაციაზე გრძელი რიგები.
6) მზისგან დაცული ადგილების სიმცირე.
7) გასახდელების და ლოკერების არარსებობა.
8) 540-მეტრიანი ხიდი, რომელზეც შესვლა-გამოსვლისას უნდა გაგევლო.
რა იყო კარგი
1) მობილური ტელეფონების დატენვის პუნქტები.
2) მისაღები ფასები საჭმელ-სასმელზე.
3) კარგად დაცული ტერიტორია.
4) კინოთეატრი ღია ცის ქვეშ.
5) გასართობი ღონისძიებები.
6) უამრავი სცენა სხვადსხვა შემსრულებლით.
7) კარგი კარვების ქალაქი.
8) 540-მეტრიანი ხიდი, რომელზეც შესვლა-გამოსვლისას უნდა გაიარო.
როგორი იქნება GEM Fest 2017?
სრულყოფას საზღვარი არ გააჩნია. GEM Fest-ის ორგანიზატორები მომავალში ყველა შეცდომის გამოსწორებას პირდებიან. GEM Fest 2016-ის დასრულების შემდეგ ორგანიზატორების გუნდი ფესტივალის დირექტორის გიორგი სიგუას თაოსნობით GEM Fest 2017-ისათვის მზადებას დაიწყებენ.
და აი რა გავიგეთ. სიგუამ გადაწყვიტა, რომ ხუთი დღე ძალიან ცოტაა. მომავალ წელს ის ერთი თვე გაგრძელდება. ამის შესახებ მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
გასრულდა ესე ამბავი ვითა სიზმარი ღამისა…
ახლა ტერიტორიას დავასუფთავებთ, სცენებს დავშლით, ყველაფერს მივალაგებთ, 2-3 დღეს დავისვენებთ და GEM FEST 2017 ის კეთებას შევუდგებით, რომელიც ერთთვიანი ღონისძიება იქნება", — წერს გიორგი სიგუა.
მომავალი წლის ჰედლაინერებს რაც შეეხება, დევიდ გეტას სახელი რამეს გეუბნებათ? სწორედ ამ განთქმული ფრანგი დიჯეის მოწვევას აპირებენ GEM Fest 2017-ზე.
ელექტრონული ფესტივალის ორაგანიზატორები და გიორგი სიგუა ისევ ოცნებობენ GEM Fest-ის გაგრაში ჩატარების შესახებ, მუშაობენ რეგიონში თანამდეროვე მუსიკის პოპულარიაზაციაზე, ტურისტების მოზიდვაზე საქართველოში და მისი იმიჯის ამაღლებაზე.