ლატვიური კომპანია „FERRUS" საქართველოს ტურიზმის სექტორში ინვესტიციებს განახორციელებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliნაიყალა და ხედი ძველ თბილისზე
ნაიყალა და ხედი ძველ თბილისზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კიდევ ერთი უცხოური კომპანია საქართველოს ტურიზმის სფეროთი დაინტერესდა-ლატვიური FERRUS ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობაში ინვესტიციების ჩადებას აპირებს.

თბილისი, 2 სექტემბერი— Sputnik. მსხვილი ლატვიური კომპანია „FERRUS"-ი საქართველოს ტურიზმის სექტორში ინვესტირებით დაინტერესდა — ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და კომპანიის წარმომადგენელთა შეხვედრაზე აღინიშნა.

ლატვიური კომპანია, რომლის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობაა, საქართველოში ბიზნესის წარმოებას გეგმავს. „FERRUS"-ის წარმომადგენლებმა საქართველოს პრემიერს  მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია კომპანიის სამომავლო გეგმების შესახებ.

ბათუმი - Sputnik საქართველო
პირველ კვარტალში ტურიზმმა საქართველოს 350 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოუტანა

მხარეებმა საქართველოს ტურისტულ პოტენციალი განიხილეს. შეხვედრაზე  ხაზი გაესვა ქვეყანაში არსებულ ღია, გამჭვირვალე, ხელსაყრელ ბიზნესგარემოს.

საქართველოში ტურიზმის სფერო დინამიურად ვითარდება. 2015 წელს ქვეყანას 5,6 მილიონამდე უცხოელი ვიზიტორი ეწვია. 2015 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 1,9 მილიონზე მეტი დოლარი შეადგინა, რაც 148 მილიონით მეტია წინა წელთან შედარებით.

ყველა ახალი ამბავი
0