პირველ კვარტალში ტურიზმმა საქართველოს 350 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოუტანა

© FB / Batumiბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ქვეყნის პოპულარობა იზრდება და ამას მთავრობის მიერ მიღებული ზომები უწყობს ხელს.

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. ტურიზმის შემოსავალმა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 354,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე 15,7%-ით მეტია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

„ვფიქრობ, ეს ტენდენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს ნიშნავს შემოსავლის ზრდას ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორში ჩართული ყველა ადამიანისთვის, დაწყებული ოჯახური სასტუმროებიდან, დამთავრებული დიდი მსხვილი ტურისტული კომპლექსებით”, — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

იანვრიდან ივლისის ჩათვლით პერიოდში ვიზიტორების რაოდენობამ 3,4 მილიონს გადააჭარბა, რაც უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია. ეს თითქმის 11%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ტურისტები - Sputnik საქართველო
წლის დასაწყისიდან საქართველოს 3,4 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია

„ასევე რეკორდული გამოდგა კონკრეტულად ივლისის თვე — საქართველოს ეწვია 764 022 საერთაშორისო მოგზაური, რაც 26 124-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ძალიან სასიხარულოა, რომ ზრდის ტენდენცია, მეზობელ ქვეყნებთან ერთად, ისევ შენარჩუნებულია ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამომსვლელების კუთხით“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ტურიზმის ზრდას მთავრობის მიერ მიღებული ზომები უწყობს ხელს. 2017 წლის ღონისძიებები ახალი სქემით უკვე მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიგეგმება.

„ეს ტენდენცია არა მარტო უნდა შენარჩუნდეს, არამედ უნდა გაიზარდოს, რადგან ჩვენი ქვეყნის პოპულარობა ძალიან იზრდება“, — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ტურიზმი საქართველოს ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროს წარმოადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0