საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის ჩარჩოებს გასცდა

© Pixabay / succoკანონი და მართლმსაჯულება
კანონი და მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ თვეზე მეტია პარალიზებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობა. უცნობი მიზეზების გამო ერთმანეთის მიყოლებით იშლება სასამართლოს პლენუმის სხდომები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მასზე დაკისრებული მოვალეობებს ვერ ასრულებს.

ქვეყნის ხელისუფლება საბოტაჟს მოსამართლეთა იმ ნაწილს აბრალებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან ერთად ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის დროს დაინიშნენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობის მოშლას ქვეყნის ხელისუფლებას აბრალებს იმ მოტივით, თითქოსდა მას სასამართლოს დამორჩილება სურს.

მოსამართლე ძაღლით

ბოლო სასამართლო სხდომა, რომელიც გაუქმდა, 1 სექტემრისთვის იყო ჩანიშნული. ამ სხდომაზე პლენუმს, ეს საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრავე მოსამართლეა, უნდა განეხილა თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების ადვოკატთა გაერთიანებული სარჩელი, რომლებიც ასაჩივრებენ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლს „სახელმწიფო ფულადი სახსრების მითვისება ან გაფლანგვა“.

საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ სკანდალი გრძელდება

დარბაზში მხოლოდ მხარეების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლები გამოვიდნენ შეკრებილებთან და განაცხადეს, რომ დაგეგმილი სხდომა არ შედგება. მიზეზი არ დაუსახელებიათ, არც ის უთქვამთ, სხდომა რომელი რიცხვისთვის არის გადატანილი.

ამან როგორც უგულავას ადვოკატის, ისე თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების იმედგაცრუება გამოიწვია.

სიტუაცია იმანაც გაამძაფრა, რომ იმ მომენტში, როდესაც პლენუმის სხდომა იყო ჩანიშნული, ერთ-ერთი მოსამართლე ოთარ  სიჭინავა შენიშნეს არა ბათუმში, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს შენობა მდებარეობს, არამედ თბილიში, თავისი ძაღლების გასეირნებისას.

რით დაიწყო ყველაფერი

საკონსტიტუციო სასამართლოს შიგნით არსებული დაპირისპირების შესახებ ხმები დიდი ხანია მუსირებს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ერთმანეთს უპირისპირდებიან სააკაშვილის დროს დანიშნული მოსამართლეები და ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ დამტკიცებული თემიდას მსახურები.

ამაზე მეტყველებს წერილიც, რომელიც ივლისის ბოლოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის სახელზეა გამოქვეყნებული, რომელიც ასევე მიხეილ სააკაშვილის დროს არის დანიშნული.

კანონისა და მართლმსაჯულების სიმბოლო - Sputnik საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები კოლეგებს აკრიტიკებენ

მასში მოსამართლეები ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა და ზაზა თავაძე აკრიტიკებენ პაპუაშვილს და ადანაშაულებენ გადაწყვეტილებების დაჩქარებულ რეჟიმით მიღებაში, მხოლოდ პოლიტიზირებულ სასამართლო საქმეეზე, როგორებიცაა „რუსთავი2“-ის, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების, გიგი უგულავას და სხვა საქმეები. აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მანამდე გადაწყვეტილებები გიგი უგულავასა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სასარგებლოდ  გამოიტანა.

პაპუაშვილის მომხრეებმა ეს წერილი უპასუხოდ არ დატოვეს. მოსამართლეებმა კონსტანტინე ვარძელაშვილმა, მაია კოპალეიშვილმა და ქეთევან ერემაძემ განაცხადეს, რომ მოსამართლეებს შორის აზრის სხვადასხვაობის გამოხატვა მასმედიის საშუალებებით სასამართლოს რეპუტაციას ზიანს აყენებს.

თითქოსდა ამით კონფლიქტი ამოიწურა, თუმცა ამ წლის 23 აგვისტოსთვის ჩანიშნული სხდომა, ისევე, როგორც სექტემბრის მოსმენა, ჩაიშალა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ აგვისტოს მოსმენა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ინიციატივით ჩაიშალა.

ურთიერთ ბრალდებები

საქართველოს ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლას ახდენენ და მის სრულ დამორჩილებას ცვდილობენ, მიაჩნია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატს სერგი კაპანაძეს.

„ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ სასამართლოზე ძლიერი ზეწოლა ხორციელდება. ეს ფაქტები ამაზე მეტყველებს. კონკრეტული მოსამართლე თავის ადგილზე სამუშაო რეჟიმში უნდა ყოფილიყო, ის კი თბილისში ძაღლებს ასეირნებდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ბიძინა ივანიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოზე სრული კონტროლის დამყარებას ცდილობს“,-განაცხადა კაპანაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში გადადებული სხდომის მიზეზების შესახებ არაფერი არ არის ნათქვამი, ოპოზიციონერები თვლიან, რომ მოსამართლეთა ნაწილი სხდომებს შეგნებულად იგნორირებენ და შლიან.

მმართველ რგოლში სხვა აზრი გააჩნიათ.  სხდომების ჩაშლაში ისინი გიორგი პაპუაშვილსა და მის მომხრეებს ადანაშაულებენ.

საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო
მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ცილისწამებაში ადანაშაულებს

სანამ სასამართლო სხდომები ერთმანეთის მიყოლებით იშლება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ვერ ასრულებს. კერძოდ, საქმეებს ვერ იხილავს.

შესაძლოა, დაპირისპირება 30 სექტემბერს დასრულდეს. სწორედ ამ დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს, მოსამართლეებს კონსტანტინე ვარძელაშვილს, ოთარ სიჭიანავას და ქეთევან ერემაძეს  უფლებამოსილების ვადა ეწურებათ. 

კანონით ორ მოსამართლეს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს, ერთს უმაღლესი სასამართლოს პლენუმი ირჩევს, მეოთხეს კი საპარლამენტო უმრავლესობა ნიშნავს.

მოსამართლეები 10 წლით ინიშნებიან. ისინი  საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ხუთი წლის ვადით ირჩევენ.


ყველა ახალი ამბავი
0