მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ცილისწამებაში ადანაშაულებს

© Constitutional Court of Georgiaსაკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ქვეყნის ხელისუფლებას მოსამართლეებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. ამ ბრალდებას მმართველ გუნდში კატეგორიულად უარყოფენ.

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ცილისწამებაში დაადანაშაულა.

საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ სკანდალი გრძელდება

პაპუაშვილმა გასულ კვირაში გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური გუნდის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოზე და ცალკეულ მოსამართლეებზე თავდასხმები საგანგაშო გახდა. პაპუაშვილის თქმით, ეს საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიაში ბოლო 20 წლის განმავლობაში ზეწოლის უპრეცედენტო შემთხვევაა. 

„თითოეული წინადადება, რომელიც ამ განცხადებაშია მოცემული, არის მტკნარი სიცრუე და სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, უფრო სწორად, იმ ადამიანმა, რომელსაც ჰქვია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, კიდევ ერთხელ თქვა უარი თავის პროფესიულ და, ზოგადად, ადამიანურ ღირსებაზე… ორნახევარჯერ გააქტიურდა საკონსტიტუციო სასამართლო, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ეს ორგანო პირდაპირ არის დაქვემდებარებული პოლიტიკურ გავლენას“, — განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.

პაპუაშვილის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური ლიდერები თავს უფლებას აძლევენ, უხეშად ჩაერიონ სასამართლოს საქმიანობაში, ეწევიან საკონსტიტუციო სასამართლოს დაკნინების მიზანმიმართულ კამპანიას. პაპუაშვილი მიუთითებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სწორედ იმ მოსამართლეებს აშინებენ და მათ დისკრიმინაციას ეწევიან, რომლებიც სასამართლოზე ზეწოლის ფაქტებზე ხმამაღლა აცხადებენ.

საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლო: ვინ ვის?!

მმართველი პარტიის დეპუტატებმა ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ უფრო ადრე საკონსტიტუციო სასამართლოს რიგი მოსამართლეები, მათ შორის პაპუაშვილი სასამართლოს პოლიტიზებასა და „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთების შესრულებაში დაადანაშაულეს.

პროკურატურამ პაპუაშვილის განცხადებათან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა მუხლებით „სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევა მართლმსაჯულების განხორციელებაზე ზემოქმედების მიზნით“ და „პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფა“. მიმდინარეობს გამოძიება.

ყველა ახალი ამბავი
0