საკონსტიტუციო სასამართლო: ვინ ვის?!

© Constitutional Court of Georgiaსაკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ოპოზიციისა და წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებს იწუნებს.

თბილისი, 17 მაისი —Sputnik. საქართველოს პარლამენტმა, მიუხედავად მრავალჯერადი დავისა, მაინც მიიღო ცვლილებები „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში“ შესატანად. ახლა ჯერი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილზეა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, მოაწეროს თუ არა ხელი ხელი ცვლილებებს. 

ამ დროისათვის პრეზიდენტი აქტიურ კონსულტაციებს მართავს დაინტერესებულ მხარეებთან. ქვეყნის მეთაურს კიდევ ორი კვირა აქვს დარჩენილი გადაწყვეტილების მისაღებად. თუ მარგველაშვილი კანონპროექტს ვეტოს დაადებს, ამით არაფერი შეიცვლება, ვინაიდან ცვლილებებს უკვე პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს ხელს. უბრალოდ, დრო გაიწელება. 

საქმის არსი

საკონსტიტუციო სასამართლო ყოფილი მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უკანასკნელი ბასტიონია ხელისუფლებაში. სასამართლოს მთავარი — პირველი კოლეგიის ხუთიდან ოთხი წევრი და თავად სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი სწორედ „ნაციონალების“ დროს დაინიშნნენ საკონსტიტუციო სასამართლოში.  

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
იცვლება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის წესი

ახლანდელი ხელისუფლება არაერთხელ აკრიტიკებდა სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. განსაკუთრებით მწვავე კრიტიკა მოჰყვა ეროვნული ბანკის საზედამხედველო საბჭოს შექმნის საკითხს, თბილისის ექს–მერის, გიგი უგულავას წინასწარ პატიმრობაში აყვანასა და ტელეკომპანია „რუსთავი 2–ის“ წინა მფლობელისთვის, ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემის გაჩერებას. 

ცვლილებების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ძალაში დარბაზში გამოცხადებისთანავე კი აღარ შევა, არამედ ოფიციალურ ვებგვერდზე სრული ტექსტის გამოქვეყნების შემდეგ. რაც შეეხება საიტზე გამოქვეყნების ვადებს, ამას თავად სასამართლო განსაზღვრავს. 

კიდევ ერთი ცვლილება მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადებს ეხება: მათ 10 წლითაირჩევენდაესვადააღარგაუგრძელდებათ.

ამან ენმ–ს უკმაყოფილება გამოიწვია, ვინაიდან ხუთიდან სამ მოსამართლეს აღნიშნული ვადა უკვე საპარლამენტო არჩევნების დაწყებამდე გასდის. 

ოპოზიციონერები შიშობენ, რომ „რუსთავი 2"–ის საქმე მმართველი ძალის სასარგებლოდ გადაწყდება.  

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
ნიკა გვარამია სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამო დააჯარიმეს

პრეზიდენტის ფაქტორი

ზემოაღნიშნულ ცვლილებებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე უწოდეს მიუღებელი. მარგველაშვილს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა წარსულში არაერთხელ განაცხადა, რომ სურს დამოუკიდებელი სასამართლო იხილოს. 

ცვლილებები ასევე არ მოსწონთ ავტორიტეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებშიც. თუმცა მათ უკვე მიმართეს პრეზიდენტს თხოვნით, არ გამოიყენოს ვეტოს უფლება, რათა პროცესი დროში არ გაიჭიმოს. როდესაც კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ძალაში შევა, არასამთავრობო ორგანიზაციები მას სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოშივე გაასაჩივრებენ. 

კომენტარებს ცვლილებების შეახებ არც თავად საკონსტიტუციო სასამართლო აკეთებს. 


ყველა ახალი ამბავი
0