თბილისი, 13 მაისი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამო ტელეკომპანია „რუსთავი 2–ის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია 500 ლარით დააჯარიმა.
ტელეკომპანიის მონაცემებით, მოსამართლემ გვარამიას დაჯარიმებას მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ამ უკანასკნელმა მას ხელისუფლების „დავალების აღმსრულებელი“ უწოდა, რაც სასამართლომ უხამსობად მიიჩნია.
თავად ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის აზრით, მის გამონათქვამში არაფერი იყო უხამსი და მხოლოდ პირად აზრს გამოხატავდა.
სააპელაციო სასამართლოში განაცხადეს, რომ გვარამიას დაჯარიმების ზუსტი მიზეზი სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი.