რუსეთში „ოსკარის“ პრეტენდენტ ქართულ ფილმს აჩვენებენ

© photo: Sputnik / Alexey Danichev / გადასვლა მედიაბანკშიკინოდარბაზი
კინოდარბაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იუჟნო-სახალინსკში 9-17 სექტემბერს გაიმართება საერთაშორისო კინოფესტივალი Край света („ქვეყნის დასალიერი“), რომელშიც ქართული ფილმიც მიიღებს მონაწილეობას.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ამერიკული კინოაკადემიის პრემია „ოსკარის“ პრეტენდენტს ნომინაციაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“, ქართველი რეჟისორის რუსუდან გლურჯიძის „სხვის სახლს“ რუსეთში პირველად აჩვენებენ.

სურათის პრემიერა სახალინის მე-6 საერთაშორისო კინოფესტივალზე Край света („ქვეყნის დასალიერი“) გაიმართება, რომელიც იუჟნო-სახალინსკში 2016 წლის 9-17 სექტემბერს ჩატარდება.

„სხვის სახლთან“ ერთად ფესტივალზე საქართველოს ასევე წარადგენს ნინო ბასილიას დრამა „ანას ცხოვრება“. ორივე ფილმი მთავარ საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს.

მულტფილმი ლანჩი საქართველოზე - Sputnik საქართველო
საქართველოში სექტემბერში ანიმაციური ფილმების ფესტივალი „ნიქოზი“ გაიმართება

ქართული კინოს გარდა, კინოფორუმში პირველობისთვის იბრძოლებენ კინოფილმები რუსეთიდან, ავსტრიიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან, ირანიდან, ესპანეთიდან, ტანზანიიდან, ხორვატიიდან, ჩილედან, შვედეთიდან, ესტონეთიდან, სამხრეთ კორეიდან და იაპონიიდან. საკონკურსო ფილმების უმრავლესობა რუსეთში პირველად იქნება ნაჩვენები.

საკონკურსო პროგრამის ფილმებს ჟიური და მაყურებელი კენჭისყრით აფასებს. უნდა აღინიშნოს, რომ ჟიურის წევრთა შორისაა ცნობილი ქართველი რეჟისორი და დრამატურგი ირაკლი კვირიკაძეც.

კონკურსის ფარგლებში ასევე გაიმართება ერთი საერთაშორისო პრემიერა („დედაჩემის ხელები“, ავსტრია/გერმანია, რეჟისორი ფლორიან ეიჰინგერი) და ერთი მსოფლიო პრემიერა („მაიმუნის სიზმარი“, ტაჯიკეთი, რეჟისორი რუმი შოაზიმოვი).

© FB/Annas-Lifeფილმი "ანას ცხოვრება"
ფილმი ანას ცხოვრება - Sputnik საქართველო
ფილმი "ანას ცხოვრება"

თითოეული საკონკურსო ფილმის ავტორი სახალინში ჩავა, რათა ფესტივალზე წარადგინოს თავისი სურათი და ჩვენების შემდეგ ის მაყურებელთან ერთად განიხილოს.

საკონკურსო პროგრამის გარდა სახალინის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში 15 არასაკონკურსო პროგრამაც ჩატარდება, რომლებში 34-ზე მეტი ქვეყანა იქნება წარმოდგენილი. ფესტივალზე ასევე დაგეგმილია სპეციალური ჩვენებები, მასტერ-კლასები, დისკუსიები, სპექტაკლები, გამოფენები, კონცერტები და შემოქმედებითი საღამოები.

სახალინის საერთაშორისო კინოფესტივალი სახალინის ოლქის გუბერნატორის პატრონაჟით იმართება. დამფუძნებელია სახალინის კულტურისა და საარქივო საქმის სამინისტრო. ფესტივალის პრეზიდენტია რუსეთის სახალხო არტისტი, რეჟისორი ალა სურიკოვა.

ვეფხისტყაოსანი - Sputnik საქართველო
საქართველოში „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნეს ეძებენ

დრამა "სხვისი სახლი" ქართული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული ფილმია. ის საქართველოს, რუსეთის, ხორვატიისა და ესპანეთის ერთობლივი ნაწარმოებია. იგი ხანმოკლე, მაგრამ გამანადგურებელ ომში ფიზიკურად გადარჩენილი ორი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს.

ფილმი რუსუდან გლურჯიძის სადებიუტო ნამუშევარია. მისი პრემიერა წელს კარლოვი–ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა, სადაც ის გამარჯვებული გახდა საკონკურსო პროგრამაში East of the West.

ნინო ბასილიას სოციალური დრამა „ანას ცხოვრება“, რომელიც მონაწილეობდა კინოფესტივალში „ოქროს გარგარი“, მარტოხელა ქართველ დედაზე მოგვითხრობს, რომელიც სოციალური სირთულეების გადალახვას ცდილობს. ამერიკის ვიზა მისთვის გვირაბის ბოლოს სინათლის ტოლფასია.

© საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრიფილმი "სხვისი სახლი"
ფილმი სხვისი სახლი - Sputnik საქართველო
ფილმი "სხვისი სახლი"

ახალგაზრდა ქალი საკუთარი და აუტიზმით დაავადებული შვილის ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით სამუშაოდ აშშ-ში გამგზავრებას გადაწყვეტს. მაგრამ ამერიკის საელჩო მას ვიზას არ აძლევს, ხოლო ამერიკაში მოხვედრა სხვა გზებით მას ძალიან ძვირი უჯდება. და, მაინც, ქალი რისკავს: ყიდის სახლს, ხოლო ფულს უცნობ მამაკაცს გადასცემს, რომელიც მას „ოცნებების ქვეყანაში“ ვიზას ჰპირდება.

სინამდვილეში კი ის ჩვეულებრივი თაღლითია, რაც ანას ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.

„ანას ცხოვრების“ მსოფლიო პრემიერა 2016 წელს შვედეთში გაიმართა. მას შემდეგ მან მრავალი საერთაშორისო კინოფესტივალი მოიარა. ის წარდგენილი იყო ინგმარ ბერგმანის პრემიაზე.

ყველა ახალი ამბავი
0