საქართველოში „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნეს ეძებენ

გამოწერა
შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოში „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნეთა შორის კონკურსი გაიმართება.

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. ტყიბულში 22 სექტემბერს შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მთქმელთა შორის კონკურსი გაიმართება, აღნიშნულია ტყიბულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო ცენტრის ვებ-გვერდზე.

შოთა რუსთაველი - Sputnik საქართველო
2016 წელს საქართველო შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს აღნიშნავს

კონკურსი „ვეფხისტყაოსნის“ 850 წლის იუბილესთნ დაკავშირებით ჩატარდება. იუნესკოს გადაწყვეტილებით, 2016 წელი შოთა რუსთაველის წლად გამოცხადდა. ამ დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართება.

კონკურსის მიზანია საქართველოს მოსახლეობის ჩართვა და პოემის ზეპირად მცოდნეთა გამოვლენა განურჩევლად ასაკისა. ასევე მოსწავლე-ახალგაზრდობის დაინტერესება ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ამ ღირსშესანიშნავი ძეგლით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. აგრეთვე მასში ჩაერთვებიან საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებიც. კონკურსი, რომელიც ხუთ ეტაპად გაიმართება, ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში ჩატარდება.

სანკტ-პეტერბურგი - Sputnik საქართველო
სანკტ-პეტერბურგში შოთა რუსთაველის იუბილის აღსანიშნავი საღამო ჩატარდება

I ეტაპი — კონკურსანტის სურვილით შერჩეული თავის ზეპირად წაკითხვა.

II ეტაპი — ერთ წუთში რაც შეიძლება მეტი აფორიზმის თქმა.

III ეტაპი — ჟიურის მიერ შერჩეული სტროფიდან გაგრძელება.

IV ეტაპი — ჟიურის მიერ მითითებული თავის ბოლო სტროფის ზეპირად წაკითხვა (მოფიქრების დრო 1 წუთი).

V ეტაპი —  ჟიურის მიერ მითითებული ნებისმიერი სტროფის მესამე სტრიქონიდან სტროფის გამთლიანება (მოფიქრების დრო 1 წუთი).

პროექტის ორგანიზატორია ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა. მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ 2016 წლის 6 სექტემბრამდე ელექტრონულ მისამართზე: laliisakadze57@gmail.com, kaxidzelela@mail.ru, ან დარეკონ საკონტაქტო ნომრებზე: 595 77 98 53;  551 55 14 21;  599 10 25

ყველა ახალი ამბავი
0