რუსუდან გლურჯიძის „სხვისი სახლი“ „ოსკარის“ ნომინაციაზეა წარდგენილი

© REUTERS / Phil McCarten ოსკარის პრემია
ოსკარის პრემია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადაწყვეტილება ქართველი რეჟისორებისა და კინომცოდნეებისგან დაკომპლექტებულმა სპეციალურმა კომისიამ მიიღო, რომელმაც ნამუშევარი ოთხ პრეტენდენტ ფილმს შორის შეარჩია.

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ამერიკის კინოაკადემიისთვის წარსადგენად „ოსკარის“ უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის წელს რუსუდან გლურჯიძის ფილმი "სხვისი სახლი" შეირჩა, ამის შესახებ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი იტყობინება. 

გადაწყვეტილება 9 აგვისტოს ეროვნული კინოცენტრის მიერ სპეციალურად შექმნილმა კომისიამ კინოთეატრ „ამირანში" მიიღო. კომისიის წევრები იყვნენ: ზაზა ურუშაძე — რეჟისორი, მერაბ კოკოჩაშვილი — რეჟისორი, გიორგი ოვაშვილი — რეჟისორი, ოთარ შამათავა — რეჟისორი, კახა კანდელაკი — კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე, გოგა პიპინაშვილი — მსახიობი, კოტე ჯანდიერი — მწერალი, დრამატურგი, ლელა ოჩიაური — კინომცოდნე, ნინო მხეიძე — კინომცოდნე.

ოსკარი - Sputnik საქართველო
„ოსკარის“ პრემიაზე წარსადგენად საქართველოში ფილმების შერჩევა დაიწყო

კომისიის წევრებს არჩევანის გაკეთება ოთხ ფილმს შორის მოუწიათ. შესარჩევ პროცესში მონაწილეობას „სხვისი სახლის" გარდა ნინო ბასილიას „ანას ცხოვრება", თეონა და ტიერ გრენადების „ძმა" და ვანო ბურდულის „გაყინული შადრევნების წელიწადი" იღებდნენ.

"სხვისი სახლი" საქართველოს, რუსეთის, ხორვატიისა და ესპანეთის ერთობლივი ნაწარმოებია. ფილმი წელს კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა საკონკურსო პროგრამაში East of the West.

იგი ხანმოკლე, მაგრამ გამანადგურებელ ომში ფიზიკურად გადარჩენილი ორი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს.

გასულ წელს საქართველომ „ოსკარზე“ ლევან თუთბერიძის „მოირა“ წარადგინა. ფილმი პრემიის პრეტენდენტების შემაჯამებელ სიაში ვერ მოხვდა.

ამერიკულმა კინოაკადემიამ „ოსკარის“ 89-ე ცერემონიის თარიღი უკვე დანიშნა — ცერემონია 2017 წლის 26 თებერვალს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0