თავისუფალი სტილის ქართველი მოჭიდავეები რიოს თამაშებზე გაემგზავრნენ

© photo: Sputnik / Denis Aslanovსაქართველოს ოლიმპიური ნაკრები თავისუფალ ჭიდაობაში
საქართველოს ოლიმპიური ნაკრები თავისუფალ ჭიდაობაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ოლიმპიადაზე სამი მედლის მოპოვებას აპირებს და ოქროს იმედიც აქვს.

თბილისი. 8 აგვისტო— Sputnik. როი-დე-ჟანეიროში ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენების ბოლო ჯგუფი გაემგზავრა. მასში ძირითადად თავისუფალი სტილით ჭიდაობის წარმომადგენლები შედიან.

საქართველოს ნაკრები პროგრამის ამ სახეობაში ყველა წონით კატეგორიაშია წარმოდგენილი: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (-57 კგ), ზურაბ იაკობაშვილი (-65 კგ), იაკობ მაკარაშვილი (-74 კგ), სანდრო ამინაშვილი (-86 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (-97 კგ) და გენო პეტრიაშვილი(-125 კგ).

ოლიმპიური რგოლები - Sputnik საქართველო
საქართველო იმედოვნებს, რომ ოლიმპიური მედლების რეკორდულ რაოდენობას მიიღებს

მიუნხენში გადაჯდომის დროს Sputnik-ი სპორტსმენებს დაუკავშირდა და მომავალ ტურნირზე მათი განწყობის შესახებ ჰკითხა.

„მოტივაცია არასდროს მაკლდა, მით უმეტეს, როდესაც ოლიმპიადაზეა საუბარი. თამაშებზე მოგება ნებისმიერი სპორტსმენის ოცნებაა. ლონდონში სულ ცოტა დამაკლდა, მაგრამ ამ წაგების შესახებ დიდი ხანია დავივიწყე და ახლა მხოლოდ რიოზე ვფიქრობ“, — განაცხადა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა და ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

მოჭიდავე თვლის, რომ ოლიმპიადაზე სუსტი მეტოქე არ არსებობს.

„ნებისმიერი, ვისათანაც ჭიდაობ ოლიმპიადაზე — შენი კონკურენტია. განსაკუთრებით მინდა რუსი ვლადიმერ ლებედევი გამოვყო. ის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია და ამით ყველაფერი ნათქვამია. ჩვენი გზები მხოლოდ ერთხელ — 2010 წელს გადაიკვეთა. მაშინ წავაგე. თუ რიოში შევხვდებით, ყველაფერს გავაკეთებ, რომ რევანში ავიღო“, – განაცხადა ხინჩეგაშვილმა.

Sputnik-ის ინტერვიუ ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ>>

ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიო პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი გენო პეტრიაშვილი ეთანხმება თავის პარტნიორს და თვლის, რომ თამაშებზე ადვილი მეტოქე არ არსებობს — აქ შემთხვევით არავინ ხვდება. 

„თითოეულ ორთაბრძოლაში თითოეული მოჭიდავე ბოლომდე დაიხარჯება. გამონაკლისი არც მე ვარ. მეტოქის სათანადოდ ვერშეფასებას კი ბევრი რამ შეიძლება მოჰყვეს“, – განაცხადა მოჭიდავემ.

Sputnik-ის ინტერვიუ გენო პეტრიაშვილთან შეგილძლიათ წაიკითხოთ აქ>>

საქართველოს ნაკრების უფროს მწვრთნელს არჩილ ქიტიაშვილს კარგ შედეგად მიაჩნია „თავისუფალი“ მოჭიდავეების მიერ სამი მედლის მოპოვება.

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური სტადიონი - Sputnik საქართველო
ანალიტიკოსები: საქართველოს ნაკრები ოლიმპიადაზე შვიდ მედალს მოიპოვებს

„თუ ერთ-ერთი ოქროსი აღმოჩნდება, მეტი რაღა ვინატრო“, – თქვა ქიტიაშვილმა.

მამაკაცებს შორის თავისუფალი ჭიდაობის პირველი მედლები 57 და 74 კგ-მდე წონით კატეგორიებში 19 აგვისტოს გათამაშდება.

ყველა ახალი ამბავი
0