თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. Goldman Sachs Group-ის ბანკის ანლიტიკოსებმა 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის მედლების შედეგების პროგნოზები გააკეთეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ Bloomberg-ზე დაყრდნობით.
პროგნოზის თანახმად, ქართველი სპორტსმენები შვიდი ოლიმპიური მედლის მფლობელები გახდებიან — ერთი ოქროსი, სამი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს. ამრიგად, ქართული ნაკრები ზუსტად გაიმეორებს ლონდონის ოლიმპიადის შედეგებს, როცა ამავე რაოდენობის და ამავე სინჯის ჯილდოები იქნა მოპოვებული. 2012 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი გახდა.
Goldman's economists are forecasting Olympic medals https://t.co/EioUMSdHY8 pic.twitter.com/la37O8tlfB
— Bloomberg (@business) 1 августа 2016 г.
Goldman Sachs Group-ის პროგნიზით, მედლების რაოდენობით პირველ ადგილზე გავა აშშ (106 მედალი), მეორე ადგილზე ჩინეთი (89), მესამე ადგილზე კი დიდ ბრიტანეთს (59) ვიხილავთ.
პროგნოზებით, მეოთხე ადგილზე რუსეთია (58 მედალი, 24-ით ნაკლები ვიდრე 2012 წელს), შემდეგ მოდის სამხრეთ კორეა, გერმანია, ფინეთი, იტალია, უნგრეთი და იაპონია.
Goldman Sachs თავის შეფასებებს აკეთებს ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობიდან და საზოგადოებრივი ინსტიტუტების დონიდან გამომდინარე. ასევე ითვალისწინებენ მოსახლეობის რაოდენობას და წინა ოლიმპიადების შედეგებს.
2012 წელს კომპანიამ ანალოგიური პროგნოზი გააკეთა და ზუსტად დაასახელა ბრიტანული ნაკრების მიერ მოპოვებული მედლების რიცხვი, ასევე გამოიცნო მედალოსან ნაკრებთა ქვეყნების პირველი ათეული.