რიო-დე-ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის პროგრამა

© REUTERS / IVAN ALVARADOრიო-2016
რიო-2016 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოლიმპიური თამაშები 2016 რიო-დე-ჟანეიროში 5-დან 21 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ოლიმპიადის გახსნის ცერემონია მოკრძალებული, მაგრამ თანამედროვე იქნება.

რიო-დე-ჟანეიროში 2016 წლის ზაფხულის მთავარი სპორტული მოვლენა 5 აგვისტოს დაიწყება. საქართველოში ამ დროს 6 აგვისტოს 02:55 საათი იქნება.

XXXI ზაფხულის ოლიმპიური თამაშები სამხრეთ ამერიკაში პირველია, ლათინური ამერიკისთვის კი მეორე (1968 წელს მეხიკოს ოლიმპიადის შემდეგ). ოლიმპიადაზე ჯილდოების რეკორდული რაოდენობა — 301 კომპლექტი გათამაშდება.

გიორგი მარგველაშვილი რიოში - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი რიოში ოლიმპიურ სოფელს ეწვია

რიოს თამაშების სიმბოლო ტომი და ვინისიუსი გახდნენ, რომლებიც ბრაზილიის ფლორასა და ფაუნას გამოხატავენ. ვინისიუსი ყვითელი ფერისაა და კატას ჰგავს. ტომი — ფლორის ერთგვარი კრებითი ფორმაა. ეს მწვანე და ცისფერ ფერებში გადაწყვეტილი მცენარეა, რომელსაც როგორც ყვავილის, ისე ხის მახასიათებლები აქვს.

ოლიმპიადის გახსნა

ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია ცნობილ „მარაკანას“ სტადიონზე გაიმართება და 3 საათს გასტანს. მასში მონაწილეობას 207 სახელმწიფოდან 12 ათასი სპორტსმენი და 6 ათასზე მეტი მოცეკვავე მიიღებს.

მათ შორის იქნება ლეგენდარული ბრაზილიელი მუსიკოსი და მომღერალი ჟილბერტუ ჟილი. გარდა ამისა, ილიმპიადის გახსნის ცერემონიას დაესწრება სუპერმოდელი ჟიზელ ბუდჰენი, რომელიც წარსულში ცნობილ მსახიობ ლეონარდო დი კაპრიოს ხვდებოდა.

ოლიმპიური კომიტეტი - Sputnik საქართველო
რიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების საზეიმო გაცილება 23 ივლისს გაიმართება

„ბრაზილიაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ეს არ იქნება პომპეზური შოუ. აქ არ იქნება პეკინის გრანდიოზულობა, ათენის შოუს დიდი სპეცეფექტები და ლონდონის ტექნოლოგიური ნოვაციები. ეს იქნება უბრალო, მოკრძალებული ცერემონია, მაგრამ ძალზე თანამედროვე. ის განსაკუთრებული სპეცეფექტების გარეშეც კი შეძლებს ხალხს მომავალზე ესაუბროს. ეს არ იქნება დემონსტრირება იმისა, თუ რამდენად კარგია ბრაზილიაში ცხოვრება“, — განაცხადა ღონისძიების პროდიუსერმა მარკო ბალიჩმა. 

ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ორგანიზებისთვის 20 ათასი აშშ დოლარი დაიხარჯა. სტადიონი, სადაც ღონისძიება გაიმართება, 78 ათას მაყურებელზეა გათვლილი.

ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს რიო-დე-ჟანეიროში 6 ათასი ჟურნალისტი გააშუქებს, რომლებიც ოლიმპიურ პარკში გახსნილ მთავარ მედიაცენტრში იმუშავებენ.

ცერემონიის დასასრულს ოლიმპიური ცეცხლი აინთება, ხოლო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ტომას ბახი ოლიმპიურ თამაშებს გახსნილად გამოაცხადებს.

ოლიმპიური ცეცხლის ბოლო მეჩირაღდნე ფეხბურთის მეფე, 75 წლის პელე იქნება.

რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, ბრაზილიის ხელისუფლება მის მაქსიმალურად გაძლიერების პირობას იძლევა. წესრიგის დაცვისა და ტერორისტული თავდასხმების თავიდან აცილების მიზნით გამოყენებული იქნება ჯარი და ფედერალური პოლიციის ძალები, რომლებიც სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით განლაგდებიან, განაცხადა ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა ალეშანდრი დი მორაეშმა.

საქართველო რიოს ოლიმპიადაზე

ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც დაესწრება. ის მეუღლესთან მაკა ჩიჩუასთან ერთად უკვე იმყოფება რიო-დე-ჟანეიროში.  პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ ოლიმპიური სოფელი დაათვალიერეს, ქართველ ოლიმპიელებს გაესაუბრნენ და მათ წარმატებები უსურვეს.

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური სტადიონი - Sputnik საქართველო
ანალიტიკოსები: საქართველოს ნაკრები ოლიმპიადაზე შვიდ მედალს მოიპოვებს

საქართველოს ნაკრები ოლიმპიადაზე სპორტის 12 სახეობაში 40 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი, რაც რეკორდული მაჩვენებელია. თბილისიდან სპორტსმენების გაცილების ოფიციალური ცერემონია 23 ივლისს გაიმართა.

საქართველოს ნაკრების მედროშე ძიუდოისტი ავთო ჭრიკიშვილია.

Goldman Sachs Group-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, ქართველი სპორტსმენები შვიდ მედალს, მათ შორის ერთ ოქროს, სამ ვერცხლს და სამ ბრინჯაოს მოიპოვებენ.

საქართველოს ნაკრებიდან ოლიმპიური ჩემპიონი 170 ათას ლარს, ვერცხლის პრიზიორი — 102 ლარს, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელი — 68 ათას ლარს მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0