რიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების საზეიმო გაცილება 23 ივლისს გაიმართება

© photo: Sputnik / Натия Цирекидзеოლიმპიური კომიტეტი
ოლიმპიური კომიტეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრები რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე სპორტის 12 სახეობაში 38 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენების გაცილების საზეიმო ცერემონია 23 ივლისს გაიმართება, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ ჭრიკიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მედროშე ავთანდილ ჭრიკიშვილი იქნება

 

ამის შესახებ გადაწყვეტილება სეოკ-ის აღმასკომის სხდომაზე მიიღეს.

დელეგაციის საზეიმო გაცილების ცერემონია დიღომში მდებარე ახალი „ოლიმპიური პარკის“ ტერიტორიაზე გაიმართება. აქვე ამ დღეს ქართველი სპორტსმენები საზეიმო ფიცს დადებენ, რის შემდეგაც მათ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დალოცავს.

XXXI ზაფხულის ოლიმპიური თამაშები რიო-დე-ჟანეიროში 5-21 აგვისტოს პერიოდში გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0