საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მედროშე ავთანდილ ჭრიკიშვილი იქნება

© photo: Sputnik / Владимир Астапкович / გადასვლა მედიაბანკშიავთანდილ ჭრიკიშვილი
ავთანდილ ჭრიკიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ სპორტის 12 სახეობაში 38 ლიცენზია მოიპოვა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მედროშედ ავთანდილ ჭრიკიშვილი აირჩიეს, განუცხადა Sputnik-ს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა.

ოლიმპიური რგოლები - Sputnik საქართველო
საქართველო იმედოვნებს, რომ ოლიმპიური მედლების რეკორდულ რაოდენობას მიიღებს

გადაწყვეტილება ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სხდომაზე მიიღეს. მისი კანდიდატურა კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა წარადგინა. ამ წინადადებას აღმასრულებელი კომიტეტის ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

ჭრიკიშვილი ძიუდოში 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ასპარეზობს, არის მსოფლიოს ორგზის, ევროპის ექვსგზის ჩემპიონი და ბაქოს პირველი ევროპული თამაშების გამარჯვებული. ამჟამად ქართველი ძიუდოისტი თავის წონით კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგს უდგას სათავეში.

რიო-დე-ჟანეიროში ოლიმპიური თამაშები 5-დან 21 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0