წინასაარჩევნო კამპანიის აქტიური ფაზა 9 აგვისტოს დაიწყება

გამოწერა
საპარტიო სიებს ცესკო 13 სექტემბერს გამოაქვეყნებს, ამომრჩეველთა საბოლოო სიას კი-3 ოქტომბერს.

თბილისი, 3 აგვისტო– Sputnik. ცესკო-ს მონაცემების თანახმად, საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის აქტიური ფაზა 9 აგვისტოს დაიწყება.

საქართველოს ელოდება მინისტრების, პროკურორებისა და სხვა თანამდებობის პირთა გადადგომები, მასმედიასა და ქუჩებში ბევრი პოლიტიკური რეკლამა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება. განაცხადები მონაწილეობაზე 62 პარტიას აქვს შეტანილი, მათგან რეგისტრაცია 32 პარტიამ გაიარა.

9 აგვისტოდან ძალაში შევა აკრძალვა მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის ნებისმიერი ახალი სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაზე,რომლებიც  2016 წლის ბიუჯეტში გათავლისწინებული არ არის.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: ეს საპარლამენტო არჩევნები იქცა ჩვენი მდგრადი დემოკრატიის ტესტად

ასევე 9 აგვისტოდან აიკრძალება სოციალური დახმარებების ოდენობის გაზრდა ან შეღავათების შემოღება, რომლებიც კანონით წინასწარ გათვალისწინებული არ ყოფილა.

14 აგვისტოს დასრულდება არჩევნებში მონაწილე  პარტიების რეგისტრაცია. იმავე დღეს ყველა ტელე და რადიოკომპანიამ ფასიანი რეკლამის განთავსების გეგმა უნდა წარადგინოს.

19 აგვისტოს ძალაში შევა ვალდებულება პარტიებისათვის ეთერის დათმობისა და წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების თობაზე.

28 აგვისტოს დასრულდება საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია.

2 სექტემბერს განაწილდება პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატებისათვის რიგითი ნომრები.

8 სექტემბერი პარტიული სიებისა და მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების სიების წარდგენის ბოლო ვადაა.

არჩევნები - Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნებზე ნაცმოძრაობა, ბურჯანაძის და ალასანიას პარტიები დაარეგისტრირეს

10 სექტემბერი-პრემიერ-მინისტრის გარდა სახელმწიფო თანამდებობიდან დეპუტატობის ყველა კანდიდატის გადადგომის ბოლო ვადაა. უფასო პოლიტიკური რეკლამის ტრანსლაციის დაწყების თარიღი.

11 სექტემბერს დეპუტატობის კანდიდატებს დაურიგდებათ სპეციალური მოწმობები, რის შემდეგ არ შეიძლება მათი დაპატიმრება, გარდა დანაშაულის ჩადენის მომენტში.

13 სექტემბერს ცესკო თავის საიტზე პარტიულ სიებს გამოაქვეყნებს. გარდა ამისა, წარედგინება სიები  შსს, თავდაცვის სამინისტროსა და პენიტენციარული სისტემის იმ თანამშრომელთა სიები, რომლებიც არჩევნების დღეს სამსახურის გამო არჩევნებზე მისვლას ვერ შეძლევენ.

17 სექტემბერი-საქართველოს მოქალაქეებისათვის რეგისტრაციის ბოლო ვადა საკონსულკოებში არჩევნებში მონაწილეობისათვის.

22 სექტემბერს პარტიებს ამომრჩეველთა სიებს წარუდგენენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისია - Sputnik საქართველო
სამზადისი არჩევნებისთვის: ხმის მიცემას 3,5 მლნ ამომრჩეველი შეძლებს

26 სექტემბერს ცესკო ამომრჩეველთა საბოლოო სიას დაამტკიცებს, რის მერე მასში შესწორებების შეტანა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნება შესაძლებელი.

30 სექტემბერს სააგიტაციო მასალას  საქართველოს იმ ციხეებში განათავსებენ, სადაც არიან ხმის მიცემის უფლების მქონე პატიმრები.

2 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებები იმ ამომრჩეველთა სიებს წარადგენენ, რომლებიც 9 ოქტომბრამდე სტაციონარულ მკურნალობაზე იქნებიან.

3 ოქტომბერს ცესკო ამომრჩეველთა საბოლოო სიას აქვეყნებს. საერთაშორისო დამკვირვებლების რეგისტრაცია დასრულდება.

4 ოქტომბერს არჩევნებზე დამკვირვებლების რეგისტრაცია დასრულდება.

6 ოქტომბერს მასმედიის წარმომადგენლების რეგისტრაცია დასრულდება. ძალაში შევა გამოკითხვების ჩატარების აკრძალვა.

7 ოქტომბერს საოლქო საარჩევნო კომისიები ბიულეტენებსა და კონვერტებს მიიღეებნ. ყველა მაუწყებელი ვალდებული იქნება უფასო პოლიტიკური რეკლამა გადმოსცეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0